„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“ ხომ „ათიანი“ იყო წლების განმავლობაში.
პსჟ-ში კი ეს ნომერი ნეიმარს ეკუთვნის. მაშ რაშია საქმე, მესიმ მეგობარს ნომერი მოპარა?
საქმე ის არის, რომ ბრაზილიელი დაშავებულია და თავისიანებს ჯერჯერობით ვერ ეხმარება. საფრანგეთის ფეხბურთის ფედრაციის წესებით კი ქვეყნის თასის მატჩებში ფეხბურთელებს აუცილებლად 1-11 ნომრიანი მაისურები უნდა ეცვათ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
