„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ლუის ენრიკეს გუნდი „ნიცამ’’ დაამარცხა ― 3:1. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის. გთავაზობთ, პრესკონფერენციის ამონარიდებს.
– როგორ გრძნობთ თავს დამარცხების შემდეგ?
– უპირველეს ყოვლისა მინდა „ნიცას’’ გამარჯვება მივულოცო. მათი ეფექტურობა 100%-ს უდრიდა. პირველ ტაიმში ერთი კონტრშეტევა განახორციელეს და გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმის კონტრშეტევებიდან ორი გოლით დასრულდა. ჩემი აზრით ეს მთლად სამართლიანი შედეგი არ იყო. ერთი სიტყვით „ნიცას’’ ვულოცავ, მაგრამ მინდა ჩემს ბიჭებსაც მივულოცო. ჩვენ მთელი თამაში სრულად დავიტვირთეთ. პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა, თუმცა მეტს ვიმსახურებდით. ჩემპიონატის წაუგებლად ჩატარება რასაკვირველია მიზნად გვქონდა დასახული, მაგრამ დღევანდელი მარცხი არ ცვლის ჩვენს მიზანს ჩემპიონთა ლიგაში: ფინალში გასვლას ვაპირებთ.
– შეშფოთდით?
– არ შევშფოთებულვარ. ჩემი შფოთვა ნულს უდრის. ჩვენ მაღალი პრესინგი ვითამაშეთ, ვირბინეთ. თან „ნიცას’’ ჰყავს მეკარე, რომელმაც წარმოუდგენელი დარტყმები მოიგერია. გულშემატკივრებს სიმღერა წამით არ შეუწყვეტიათ. ფანებს ბოლო წამადე ბრძოლით გავამხნევებთ. ჩვენ ვართ მხნე გუნდი, რომელიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევა.
– დღევანდელი მარცხი თქვენი ფეხბურთელებისთვის დიდი დარტყმაა?
– ამწუთას რასაკვირველია ასეა. მომხდარმა ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა. დღეს ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, ამას მტკიცედ ვამბობ. მაგრამ, ფეხბურთი ასეთია: წავაგეთ, თუმცა საგოლე მომენტების კოეფიციენტი ჩვენს უპირატესობაზე მეტყველებს.
– რატომ ათამაშეთ უძლიერესი შემადგენლობა?
– დაწერეთ რაც გნებავთ, მაგრამ მიკელ არტეტასთვის რაიმე მინიშნების მიცემას არ ვაპირებ. ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს უბრალოდ უიღბლო დღე გვქონდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს და გუნდს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
