მეკარეობა სახიფათო საქმეა და მუდმივად ტრავმასაშიში. თურქული „გალათასარაისა“ და ურუგვაის ნაკრების კარის დარაჯის ფერნანდო მუსლერას ამბავმა ამაში ერთხელაც დაგვარწმუნა. თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში სტამბოლელები წუხელ „რიზესფორს“ ხვდებოდნენ. მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როცა მუსლერა მეტოქის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამამად გამოვიდა, მოიგერია კიდეც, მაგრამ… მეტოქის ფორვარდი მილან შკოდა მეტისმეტად უხეშად შეეჯახა მეკარეს. ურუგვაელმა განწირულად იყვირა. საჭირო...
