ზინედინ ზიდანისთვის თავისი ფეხბურთელების გამოლანძღვა უცხო საქციელია, მაგრამ გუშინ, მადრიდში, სწორედ ასეთი უცნაური დღე იყო. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ, მეორეში კი თავს არ ჰგავდნენ.
პრეს-კონფერენციაზე ლეგენდარული ფრანგი თავშეკავებული გახლდათ, აზრებს აკადემიურად გამოხატავდა. მან თქვა: „ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში მოხდა, კარგი იყო. ჩვენ 3:0-ს ვიგებდით. შემდეგ კი ეტყობა მოვეშვით”.
და როგორც „მარკამ” შეიტყო, ამის შემდეგ, გასახდელში შესულმა ზიდანმა უჩვეულო რამ ჩაიდინა — ფეხბურთელებს იმ მეორე ტაიმის გამო, რომელშიც „ეტყობა მოეშვნენ”, ისეთი დღე აყარა, რომ მათ თმა ყალყზე დაუდგათ.
მეორე ტაიმში იყო ეგრეთწოდებული რეჰიდრაციის შესვენება, მარტივად რომ ვთქვათ, წუთშესვენება, როდესაც გუნდები წყალს სვამენ და სულს ითქვამენ. ზიზუმ ამ წუთშესვენების დროსაც მოსთხოვა თავის ფეხბურთელებს ყურადღების მოკრება და თამაშზე მეტი ენერგიის დახარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამგვარად „რეალი” მიმდინარე სეზონში ადრეც მოდუნდა, თან ორჯერ. პირველად ეს მოხდა „ლევანტესთან” შეხვედრაში, როდესაც პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა და მატჩი 3:2 დასრულდა, მეორედ კი „გრანადას” წინააღმდეგ, როდესაც 3:0-ის მერე საბოლოო ანგარიში იყო 4:2.
ცხადია, რომ ახლა, როდესაც „ლოს ბლანკოსს” „ვალენსიასა” და „რეალ სოსიედადთან” ელის თამაში, ზიდანს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულები.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
