ნდომბელე ფეხბურთელს აღარ ჰგავდა

Home აქეთურ-იქითური ნდომბელე ფეხბურთელს აღარ ჰგავდა
ნდომბელე ფეხბურთელს აღარ ჰგავდა

გახსოვთ ფრანგი ნახევარმცველი ტანგუ ნდომბელე? ის გასულ სეზონში „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, გუნდთან ერთად სკუდეტო მოიგო. მართალია, ნდომბელე თერთმეტ კაცში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ შეცვლაზე ხშირად შედიოდა და ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს „პარტენოპეელებმა” საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არ დაიტოვეს და „ტოტენჰემ ჰოთსფურს” დაუბრუნეს. გაირკვა, რომ ის აღარც ლონდონელებს სდომებიათ. შედეგად, ნდომბელემ იჯარით „გალათასარაიში” ამოჰყო თავი. გუშინ კი თურქეთიდან გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ შედის ნდომბელე „უმრანიესფორთან” სათასო შეხვედრის 64-ე წუთზე მოედანზე და… უფრო მორაგბეს ჰგავს ვიდრე ფეხბურთელს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.