„მამარდაშვილი კარში დიდებულად იდგა. ბერენგერის დარტყმა დიდებულად მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ყველაფერთან ერთად, ის საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული იყო”, — დაწერა AS-მა „ვალენსიასა” და „ბილბაოს” შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა უგო დუროს გოლით 1:0 მოიგეს. ამ გამარჯვების წყალობით, „ღამურები” ევროთასებზე გამსვლელ ზონას მიუახლოვდნენ — „რეალ სოსიედადთან” სამქულიანი ჩამორჩენაღა აქვთ.
„…გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია დაბლა დარტყმული ბურთი, რაც უკვე მის სავიზიტო ბარათად იქცა. გეგონება რეზინის ყოფილიყო, გაიწელა და ბურთი გააჩერა”, — დაწერა plazadeportiva-მ.
ამრიგად, ლა ლიგაში „ვალენსიამ” უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ასეთი კარგი პერიოდი „ჩეებს” 2018 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონიათ. მაშინ გუნდს სათავეში მარსელინო ედგა, რომელმაც ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოაგებინა. ბარახა შემდეგ ტურში შეეცდება მარსელინოს შედეგი გაიმეოროს, თუმცა ეს ძნელი იქნება, რადგან „ვალენსიას” მომდევნო თამაში მადრიდში აქვს „ატლეტიკოსთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
