იტალიელები მოუთმენლად ელიან ორშაბათს და ქვეყნის სუპერთასის ფინალს: „ნაპოლი” – „ინტერი”. ნახევარფინალებში „ნაპოლიმ” „ფიორენტინას” მოუგო 3:0, ხოლო „ინტერმა” იმავე ანგარიშით სძლია „ლაციოს”. „კორიერე დელო სპორტი” კი იუწყება, რომ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი” ნახევარფინალების წინ იტალიის ქალაქებიდან რიადში თავისუფლად დაფრინავდა, საფინალედ კი რეისების დამატება დასჭირდა. სტანდარტულ გრაფიკს დაემატა ფრენები ნეაპოლიდან, მილანიდან და რომიდან.
„ვიზეარის” ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დამატებითი რეისები რიადის მიმართულებით დაინიშნა ორშაბათს, მატჩის დილას, 22 იანვარს, უკან დაბრუნების თარიღად კი განისაზღვრა მეორე დღე, 23 იანვარი. უკანა გზის საფასურში, რომელიც 199,99 ევრო ღირს, შევიდა მატჩის ბილეთიც. რასაკვირველია, ბილეთები მყისიერად გაიყიდა.
შეატყვეს რა მატჩისადმი გაზრდილი ინტერესი, საუდელებმა გადაწყვიტეს იტალიელ გულშემატკივრებს ქვეყანაში შესასვლელი ვიზის ფული არ გამოართვან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
