Breaking News

Month: May 2024

ორწლიანი ბანი პრეზიდენტს

„ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ეს მკაცრი ვერდიქტი სხდომაზე გამოიტანა. კომიტეტმა „ბათუმი“ და „იბერიას“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები შეისწავლა. შედეგად დაადგინა, რომ „ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთერთ მსაჯს – ფიზიკური შეურაცხყოფა. ბერიძეს, ორწლიან…

Read more

ფლორო ფლორესი: თუ კვარაცხელიას გაყიდიან, მე ნაპოლის თამაშებს აღარ ვნახავ

„ნაპოლი” ნეაპოლელების გუნდია და ადგილობრივების აზრი მისი დღევანდელობისა თუ მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ნეაპოლელი, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ აზრი ჰკითხა ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო ფლორო ფლორესია, რომელმაც კარიერა „აძურიში” დაიწყო, თუმცა კარიერაში ბევრი სხვა კლუბიც მოიარა, პროფესიულ დონეზე ხუთასზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. მასთან Radio Martem ჩაიწერა ინტერვიუ. „როგორ წარმომიდგენია ხვიჩა კვარაცხელიას…

Read more

და რა მოხდება სან კარლოს თეატრში?

ანტონიო კონტე რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი გახდება ამას წყალი არ გაუვაო, წერს იტალიური მას-მედია. მოგეხსენებათ, „პარტენოპეელთა” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ოჯახთან ერთად დასასვენებლად კუნძულ იბიცაზე წავიდა და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის დაქირავების საქმე იქიდან მოაგვარა. სკუდეტოს სამგზის მფლობელი „ნაპოლი” იტალიელ სპეციალისტს სამწლიან თანამშრომლობასა და ბონუსებიანად წელიწადში ათ მილიონ ევროზე შეუთანხმდა. „ნაპოლი” უკვე კონტეს წარდგინებაზე ფიქრობს….

Read more

… გერმანიაში ვინც იქნება

უკვე 16 წელია ფუნქციონირებს ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა კავშირი (FSE- Football Supporters of Europe). ამ ორგანიზაციის მიზანია ფანებს შორის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გულშემატკივართა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი დახმარება. FSE ამ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს უეფა-სთან და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.   FSE-ს ერთ-ერთი მიმართულებაა ფან საელჩოების ორგანიზება დიდ ტურნირებზე. რადგან საქართველო პირველად…

Read more

გუნდი პარიზში

33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე…

Read more

შეკრება ევრომდე

საქართელოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. 9 ივნისს, „ჯვაროსნები“ პოდგორიცაში…

Read more

გზისგასაყარზე

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი. შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა…

Read more

დაუვიწყარი ღამე პირეოსში

„ოლიმპიაკოსი” მეცხრე ცაზეა. მან კონფერენციის თასის ფინალში „ფიორენტინას” 1:0 მოუგო და გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი აღმართა. დამთავრდა თუ არა შეხვედრა პირეოსში დიდი სახალხო ზეიმი დაიწყო. ხალხი გმირების შესახვედრად ქუჩებში გამოვიდა. ფიესტა ანდრეა სინგრუს გამზირზე დაიწყო. „ოლიმპიაკოსის” ღია ავტობუსი პორტისკენ დაიძრა. დიდი თავშეყრა კი პირეოსის მუნიციპალურ თეტრთან დილის 5 საათზე გაიმართა. საყოველთაო ზეიმის…

Read more

ეს დათარსული იტალიანო

ვინჩენცო იტალიანომ ისევ წააგო. ის, რაც წუხელ ათენში ევროპის ლიგის ფინალში მოხდა ამ მწვრთნელისთვის ორ წელიწადში მესამე მარცხი იყო გადამწყვეტ შეხვედრაში. გავიხსენოთ: 2023 წელს იტალიის თაზე „ინტერთან”, იმავე წელს კონფერენციის ლიგაში „ვესტ ჰემთან” და აი, 2024-ში „ოლიმპიაკოსთან”. „ოლიმპიაკოსი” გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. არადა, „ფიორენტინა” აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. შარშან, „ვესტ ჰემთან” შეხვედრის…

Read more

საოცარი გაგრა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში  გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი…

Read more

ოსიმენი დაშავდა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ეროვნული გუნდის უახლოეს შეხვედრებში ვერ ითამაშებს, რადგან დაშავდა და ოთხკვირიანი მკურნალობა სჭირდება. ეს ინფორმაცია X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ნიგერიის ეროვნული გუნდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. „სუპერარწივების” მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფინიდი ჯორჯმა ოსიმენი „ენუგუ რეინჯერის” მარცხენა მცველით კენეტ იგბოკეთი შეცვალა. ნიგერიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ელით სამხრეთ აფრიკასა და ბენინთან. ოსიმენის კლუბ „ნაპოლის” კი ჯერჯერობით…

Read more

კვარა პარი სენ ჟერმენს მართლა უნდა, მაგრამ…

„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კუნძულ იბიცაზე ისვენებს, ჟურნალისტი ალფრედო პედულა კი „სპორტიტალიაზე” წერს, რომ ამასობაში, მისი ასისტენტები ანტონიო კონტესთან ხელშეკრულების ბოლო დეტალებს ამუშავებენ. ლაპარაკია სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც ბონუსებიანად წელიწადში 10 მილიონ ევროს ითვალისწინებს. საბაზისო თანხა ანუ ეგრეთწოდებული „მოჭრილი ხელფასი” 7-7.5 მილიონი ევროს ფარგლებშია. კონტესა და „აძურის” საქმე რომ გადაწყვეტილია ამას „სქაი სპორტ იტალიას” მიმომხილველი…

Read more

ლომთაძე და ქართველები

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 48 წლის ბათუმელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ, ვინც „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 581 ადგილზაე და ვისი ქონებაც 5.7 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ინგლისის პირველი ლიგის „უიკომ უონდერესის“ აქციათა 90 პროცენტი შეიძინა. „უიკომბმი“ დიდი კლუბი არასდროს ყოფილა და დაარსების (1887) დღიდან ინგლისის დაბალი ლიგების ბინადარია. კლუბს ერთხელ აქვს მოგებული ქვეყნის ლიგის და…

Read more

ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია?

დასრულდა ლა ლიგის სეზონი. მართალია, „ვალენსიამ” ბოლო ექვს ტურში ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მაგრამ ამ კლუბისთვის ის ცუდი არ ყოფილა. ახლა კი სატრანსფერო პერიოდი იწყება და თუკი „ღამურათაგან” ვინმე გაიყიდება, უპირველეს ყოვლისა ეს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება. გიორგი „ვალენსიას” 2023-24 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მან 37 შეხვედრაში 3285 წუთი ითამაშა, გაუშვა 41 გოლი, 13-ჯერ…

Read more

საშუალო სკოლის მასწავლებელი უნივერსიტეტში

ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე…

Read more

რას ურჩევს სპალეტი კონტეს?

„ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი სადაცაა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. ამის მიუხედავად Sky Sport 24-თან ინტერვიუში მან გამოძებნა დრო და „პარტენოპეიზეც” ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან: — „ნაპოლის” სეზონმა ალბათ გაგაკვირვათ. როგორ ფიქრობთ, ასეთი ცუდი ჩემპიონატის შემდეგ ახალი გუნდის ასაშენებლად ანტონიო კონტე სწორად შერჩეული კანდიდატურაა? — ეს მე არ ვიცი. რასაკვირველია კონტე იტალიაში…

Read more

კარლოს მოწონს დებატები

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის 38-ე ტურის „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ (0:0), ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის „დორტმუნდთან“ შემადგენლობის არჩევის შესახებ ისაუბრა. „მოსაფიქრებლად ერთი კვირა მაქვს, არის გარკვეული ეჭვები. პარასკევამდე ყველაფერს გავარკვევთ. ფინალის მომენტით ტკბობას ვაპირებთ. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და შაბათის მატჩის მოგებას ვეცდებით. მომწონს დებატები, რომელიც დაიწყო და შაბათამდე გაგრძელდება. ძალიან მომწონს“. მანამდე…

Read more

ნაპოლისა და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა

„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა. „დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს….

Read more

ძალოსნების სამი ლიცენზია

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად…

Read more

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი

გიორგი მამარდაშვილმა დიდებული სეზონი დაასრულა, მაგრამ დაასრულა თუ არა მან კარიერის ვალენსიური პერიოდი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ღამურებმა” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშეს და ლა ლიგის საბოლოო ცხრილში წინა სეზონზე შვიდი ადგილით მაღალი მე-9 პოზიცია დაიკავეს. შარშან ამ დროს „ვალენსია” ბოლო ტურში გადაურჩა გავარდნას, ასე რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით რუბენ ბარახას გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა…

Read more

ilnapolista: მის ადგილზე აქედან გავიქცეოდი

„ნაპოლიმ” ვერც ბოლო შეხვედრაში ივარგა, შინ „ლეჩესთან” 0:0 ითამაშა. არადა რომ მოეგო, ახლა კონფერენციის ლიგის ფინალის მოლოდინში იქნებოდა: თუკი „ფიორენტინა” „ოლიმპიაკოსს” დაამარცხებს, ევროთასებზე იტალიის მეცხრე გუნდიც გავა. ვაგლახ, ეს „ნაპოლი” კი არა, „ტორინოა”. ბოლოს იტალიის ჩემპიონი ტრიუმფის მომდევნო სეზონში ევროთასებზე 27 წლის წინ ვერ გავიდა. ეს გუნდი გახლდათ „მილანი”, მაგრამ მილანელთა ვერგასვლა „ნაპოლის” ვერგასვლისგან განსხვავდება:…

Read more

ყველაზე სწრაფი და მე-200

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2). მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე  ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში…

Read more

6-გზის ტულუზი და პირველი აფრიკელი

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ ევროპული საკლუბო სარაგბო სეზონის კულმინაცია გათამაშდა. ჩემპიონთა თასი ისტორიაში სარეკორდოდ, მეექვსედ ფრანგულმა „ტულუზმა“ დაისაკუთრა, ხოლო რანგით მეორე, ჩელენჯ თასზე ისტორია სხვა მიმართულებით წავიდა და ევროპული თასი პირველად წავა კონტინენტის საზღვრებს მიღმა – სამხრეთაფრიკული დურბანის „შარქსმა“ გამარჯვების წერტილი დაუსვა 2023/24 წლების გათამაშებას. ჩემპიონთა თასი ლენსტერი (ირლანდია) – ტულუზი (საფრანგეთი) 22:31 დ.დ. (…

Read more

კონტეს ნაპოლიში სულ სამი კაცის დამატება უნდა

იტალიური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. რასაკვირველია, იმასაც ამბობენ, რომ კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს თადარიგში სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ უპირველესი სამიზნე კონტეა. გავლენიანი გაზეთი „რეპუბლიკა” ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი დე ლაურენტისისგან ხელფასად 7 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს. რაც…

Read more

კვარა მართლა მიდის პარი სენ ჟერმენში?

„ნაპოლი” დიდი ცვლილებების მიჯნაზეა. „სალერნიტანასთან” შეხვედრით სეზონი მთავრდება. კლუბს სტოვებენ დიეგო დემე, პიოტრ ჟელინსკი და რაც მთავარია, მიდის ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელი „პარტინოპეელებს” ბევრ მილიონ ევროს მოუტანს. ამას ემატება სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებული გაურკვევლობაც. ასე მაგალითად, ბოლო დღეებში დაირხა ხმა, რომ კლუბის დატოვება უნდა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს. spazionapoli-ს თქმით შესაძლოა ისიც კი მოხდეს, რომ „სალერნიტანასთან” თამაში…

Read more

ნაპოლის სამიზნე ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირია

სეზონში 24 გოლი მესისა და რონალდუს საუკეთესო შედეგებისგან შორს არის, მაგრამ ესპანეთის 2023-24 წლების პიჩიჩის ანუ სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, 27 წლის უკრაინელ არტიომ დოვბიკს ფასს ნამდვილად უწევს. აგერ, „ჟირონას” თავდამსხმელის შეძენა „ნაპოლისაც” მოუნდა. მოგეხსენებათ, „აძური” ამ ზაფხულს ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენს უნდა გამოემშვიდობოს და მისი მემკვიდრის ძიებაშია. საინტერესოა, რომ დოვბიკმა პიჩიჩის წოდება წუხელ, ლა ლიგის ბოლო…

Read more

ნაპოლის მწვრთნელის ვინაობა დღეს-ხვალ გვეცოდინება

ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის” ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ” ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის”, „ინტერის”, „ჩელსის”, „იუვენტუსის” და სხვა კლუბების, აგრეთვე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ახლა მოწინავე პოზიციაზეა. რამდენიმე კვირის…

Read more

კვარა ნაპოლის კაპიტნად?

როგორც იტალიური მედიიდან ირკვევა, „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კლუბს ტრანსფერი სთხოვა. ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მარჯვენა მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ იჩქარებს, ხოლო მერე, „ნაპოლის” კოშმარული სეზონი მეტ-ნაკლებად დავიწყებული იქნება. ქომაგებს უნდათ, რომ ტოსკანელმა (ტოსკანას დედაქალაქია ფლორენცია) ვარსკვლავმა „მარადონაზე” რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს. დი ლორენცოს კარიერული მონაგარი მართლა შთამბეჭდავია: 230-ზე მეტი…

Read more

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?

ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით…

Read more

ქოჩო – ერთადერთი ბაყაყი ევროპის ჩემპიონატზე

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გაემგზავრება და იქნება „ლევანტეს” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ნახევარმცველი ეროვნული გუნდის სიაში „ვალენსიას” მეკარესთან გიორგი მამარდაშვილთან და „ნაპოლის” ვარსკვლავთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა. ამ ორი ფეხბურთელის სახელი კი ვილი სანიოლის  შემადგენლობიდან ყველაზე მეტად იპყრობს ყურადღებას. მართალია ფრანგმა მწვრთნელმა ქოჩო ეროვნულ გუნდში პირველად სეზონის დასაწყისში…

Read more

ნაპოლი სეზონს ადრე დაიწყებს

გუშინ სერია A-ში „ფიორენტინამ” სტუმრად მოუგო „კალიარის” (3:2), რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლი” რვა უძლიერეს გუნდს შორის ვეღარ მოხვდება. ამის გამო „აძური” იტალიის თასის შემდგომ გათამაშებას განთესილი გუნდის სტატუსით ვერ დაიწყებს. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა. იტალიი თასის 2024-25 წლების გათამაშებაში „ნაპოლი” მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. გასულ სეზონში მეთექვსმეტედფინალი იტალიელებმა 11-14 აგვისტოს ჩაატარეს. ამ ეტაპიდან…

Read more

დი ლორენცოს კინაღამ კაპიტნობა ჩამოართვეს

„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო…

Read more

თუშის ვერცხლი

აბუ დაბიში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი ერგო. გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ერთი ამოსუნთქვით იარა: ალჟირელ მოჰამედ ელ მეჰდი ლილისა და თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს დასამარაცხებლად დიდი დრო არ დასჭირვებია; მეოთხედფინალში რუს ტამერლან ბაშაევს ვაზარით სძლია; ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ…

Read more

ბერიძესთვის მსაჯი დაბალი ღობეა

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ბათუმისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩის შემდეგ ზღვისპირული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ WAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა… ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე-13 წუთზე მატჩის მსაჯმა კობა გიორგაძემ „ბათუმის“ ფეხბურთელ ჟან ვიქტორს ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ WAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითლით შეუცვალა… ამ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ – 1:0, მაგრამ, საბოლოოდ,…

Read more

პარიზი მადაზე მოვიდა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დიდი სიურპრიზებისთვის ემზადება. ახლა, როდესაც საკლუბო სეზონი ფაქტობრივად დასრულდა, სულ მეტად და მეტად აქტიურდება მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ჭორი თუ მართალი. ბევრი ევროპული კლუბი გაძლიერებას აპირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი „პარი სენ ჟერმენია”. ხოლო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის შეძენაც ბობოლებს სურთ, არის ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი…

Read more

ქალღმერთების და გასპერინის წყალობით

„ატალანტამ”, როგორც იტალიურ მედიაში ამოვიკითხეთ, ქალღმერთების დახმარებით 3:0 გაანადგურა „ლევერკუზენი” და უეფას ევროლიგა მოიგო. ეს გახლდათ გერმანული გუნდის პირველი მარცხი 51-თამაშიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. ტრიუმფის მერე „ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლა უსაფუძვლო ჭორია და მეტი არაფერი. „გიჟური მატჩი იყო. დაუჯერებელი რაღაც მოხდა….

Read more

ნაპოლის ახალი დირექტორი საქმეს შეუდგა

„ნაპოლის” მომავალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კასტელ ვოლტურნოში ჩავიდა და „აძურის” საწვრთნელ ცენტრში დილის 10 საათიდან საღამოს 19 საათსა და 20 წუთამდე ანუ 9 საათზე მეტი დაჰყო. „იუვენტუსში” ნამუშევარ მენეჯერს ნეაპოლში წინ დიდი ამოცანა ელოდება, კოშმარული სეზონის შემდეგ წინა სეზონის ჩემპიონი ფერფლიდან უნდა აღადგინოს. პირველ დღეს მანას ორი საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის…

Read more

მამარდას წასვლა ეჭვგარეშეა

როგორც ჩანს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ასე ფიქრის საბას ის გვაძლევს, რომ „ღამურებმა” „რაიო ვალეკანოს” ჩრდილო მაკედონიელ მეკარესთან სტოლე დიმიტრიევსკისთან უკვე გააფორმეს წინასწარი კონტრაქტი. ამ ინფორმაციას „ტრიბუნა დეპორტივა” ავრცელებს. სეზონის ბოლოს დიმიტრიევსკის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს „ვალენსიაში” გადასვლას. უფასოდ კარგი მეკარის ხელში ჩაგდება სწორედ ის არის,…

Read more

ჩუამენის ფინალი არ იქნება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს. 24 წლის ფრანგი „ბაიერნთან“ ტურნირის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშებას ვერ ასწრებს. ჩუამენიმ ყველაფერი გააკეთა მკურნალობის დასაჩქარებლად, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. ჩუამენი გააგრძელებს მკურნალობას, რათა ევრო 2024-ზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს. ის უკვე გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში. ამ სეზონში ორელიენმა 38 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა…

Read more

მაკრონი მბაპეს ვახშამზე

პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით პარიზის ცენტრში 250 ადამიანისთვის გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო. სტუმრებს შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2024 წლის ზაფხულში 25 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ის მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მბაპე სამეფო კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავდამსხმელი „რეალში“ წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს – იმაზე…

Read more

ზედიზედ მესამე მსოფლიო…

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს სამმა ქართველმა იჭიდავა. მედალი მხოლოდ ერთი გვერდო – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. გრიგალაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას გერმანელი ტიმო კაველიუსის ძლევით შეუყვა, ვისაც თურქი ვედატ ალბაირაქი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი და კორეელ ჯონჰვან ლი მიაყოლა. ფინალში გრიგალაშვილი ტიმურ არბუზოვს დაეჯახა, რომელმაც ნახევარფინალში დიმიტრი გოჩალაიძე წაგვიქცია….

Read more

შეიძლება ჯიბრშიც ჩადგეს

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ Marte Sport Live-თან ინტერვიუში „ნაპოლის” ტრანსფერებზე ილაპარაკა. „დგას თუ არა „ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის საშიშროების წინაშე? მდგომარეობა რთულია, რაც იმან გამოიწვია, რომ კლუბს ფეხბურთელთან ხელშეკრულება კარგა ხნის წინ უნდა განეახლებინა, ის კი ფეხს ითრევდა. ქართველს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ „მუცელი სტკივა”. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც „სკუდეტოს…

Read more

ნიუკასლმა ჯიბეში ხელი ჩაიყო

ჭორები, თითქოს საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით „ნიუკასლ იუნაიტედია” დაინტერესებული, რამდენიმე დღეა ინგლისურ პრესაშიც ტრიალებს. „თაიმსმა” დაწერა, რომ პრემიერლიგის კლუბი გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ინგლისური გაზეთის ინფორმაციით „კაჭკაჭებს” ზაფხულში 32 წლის ნიკ პოუპის შეცვლა სურთ. პოუპის კონტრაქტს ვადა შემდეგ სეზონში ეწურება, თუმცა მამარდაშვილი ნიუკასლელ დირექტორთა სიაში მარტო არ…

Read more

ევროპული მონაგარი

2023-2024 წლების საფეხბურთო საკლუბო სეზონი თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში დასრულდა. ახლა ჩვენი ლეგიონერები ცოტას შეისვენებენ და 27 მაისიდან სანაკრებო შეკრებაზე გადავლენ, თანაც როგორზე… წინ ევრო 2024-ის ფინალური, ჩვენთვის ისტორიული  ეტაპია. ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენი მონაკრებე ლეგიონერების მონაგარს. სულ ახალი ამბავი ავსტრიიდან მოვიდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ქვეყნის თასს ჩემპიონობაც დაუმატა. ჩვენებური კი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად…

Read more

ვაჟამ ბრინჯაო გააორა

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა, მათგან მედლამდე ერთი მივიდა – ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მარგველაშვილმა ჯერ რუსი მურად ჩოპანოვი დაამარცხა, შემდეგ – უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ჩვენებურმა მედლის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაიშვა: მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს, იტალიელი…

Read more

ყველაზე უხვი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში, გუნდებმა ერთმანეთს 21 გოლი გაუტანეს (მანამდე ასეთი მე-2 ტური გახლდათ – 16 გოლი). ლიდერმა „დილამ“ შინ „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. სტუმრებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი გორელებმა იძალეს და ორი ბურთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ შეაგდო. „დინამომ“…

Read more

გოგინავას ლელოს ამარა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ წამყვან ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გამოვლინდა ტოპ 14-ში ასვლისთვის მებრძოლი ექვსეული, ნასიონალ 1-ში დასაქვეითებელი კლუბიც და ნასიონალის ფინალში დამარცხებულთან პლეი-ოფის მონაწილეც. ცხადია, ნასიონალის ჩემპიონის ვინაობაც გამოვლინდა. ტოპ 14-ში კი ის ვიცით, რომ „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“ პლეი-ოფის მონაწილეები აუცილებლად იქნებიან, ხოლო „მონპელიე“ და „ოიონაქსი“ აუტსაიდერებად დარჩებიან….

Read more

ნაპოლის ჯერ კიდევ აქვს შანსი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ჯერ კიდევ შეუძლია ევროპულ თასზე, კერძოდ კონფერენციის ლიგაზე გასვლა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბოლო ტურის წინ მე-10 ადგილზე მყოფი „აძური” საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავა და… სხვა დამთხვევებიც მოხდება. Sky Calcio Club-ში გამოსვლისას მდგომარეობა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯორჯო მარკეტიმ განმარტა. „თუ „ატალანტა” ევროლიგას მოიგებს და სერია A-ს ცხრილში დღევანდელ პოზიციას (მე-5 ადგილს)…

Read more

ვალენსიას გულშემატკივრებმა კი ერთმანეთში იჩხუბეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” შინ 1:3 წააგო. მასპინძელთა დაცვა მთელი შეხვედრის განმავლობაში უხეშად ცდებოდა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კარი. ზოგადად „ვალენსიელებს” ეტყობოდათ, რომ მას მერე, რაც ევროთასებზე გასვლის შანსი დაკარგეს, ნირი წაუხდათ. ეს ეტყობოდა გულშემატკივარსაც — კარსუკანა ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან ცარიელი იყო. მათ სტადიონის გარეთ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. შეხვედრის დამთავრების…

Read more

კიტეს ავსტრიული გვირგვინი

ოთარ კიტეიშვილმა თავზე ავსტრიული გვირგვინი დაიდგა და ახლა თამამად შეუძლია „შტურმიდან“ ვალმოხდილი წავიდეს. ავსტრიის ჩემპიონი, თასი და საუკეთესო ფეხბურთელი – ასეთია საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის წლევანდელი მონაგარი. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც „შტურმში“ ბოლო სეზონს ატარებდა. კიტეიშვილს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. ჩემპიონობა კი დღეს გაფორმდა – „შტურმმა“ შინ 2:0 მოუგო „კლაგენფურტს“…

Read more