პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად…
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაციამ დღეს მხოლოდ მცირე ოქრო მოიპოვა, რომელიც ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეა. გიტფრიდმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა, მათგან საუკეთესო შედეგი 111 კილოგრამი იყო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. გოტფრიდმა კარგად დაიწყო აკვრაც, სადაც პირველად 128 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ ორჯერ 132-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა და აკვრაში მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ანასტასიას…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes