„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ჰკითხეს. ის დანიაში ევროპის კლუბთა ასოციაციის კონგრესზე იმყოფება, ორგანიზაციის თავმჯდომარეა, „თქვენ ახლა სხვა კლუბებთან დამაპირისპირებთ, – უპასუხა ალ-ჰელაიფიმ ღიმილით, – მე ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ იქნება ეს კილიან მბაპე თუ იამალი, ისინი განსაკუთრებულები არიან. კილიანს ბუნებრივია ძალიან კარგადაც ვიცნობ, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია, აშკარად მსოფლიოში...
ჭდე: ნასერ ალ-ხელაიფი
ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სურდა შეექმნა შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდიდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და უკან დაიხია. ამით დაპირისპირება თითქოს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ არა: ოპოზიციამ გადაწყვიტა ინფანტინო ფეხბურთს მოაშოროს. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის თავად პროექტი აღმოჩნდა მიუღებელი, ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომლისთვისაც ინფანტინო...
უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
ჯანი ინფანტინოს პროექტს გაყიდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ უეფამ გამოუცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი ევროპელ კოლეგებს მხარში კონკაკაფი ანუ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო კონფედერაცია ამოუდგა. გაისად მარტში ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია – ინფანტინოს თავიდან მოშორების შესაძლებლობა. უეფა ცდილობს დაიყოლიოს „პარი სენ ჟერმენის“ 52 წლის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რათა მან წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და...
პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი
პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც...
ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა
„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა...
უნდა კი ლუის ენრიკეს პარიზში დარჩენა?
ის, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა ბუნებრივია, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი ჯერჯერობით დათანხმებას არ ჩქარობს. „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პარიზში ძალიან პოპულარულია. კლუბის 2024-25 წლების სეზონის დიდი წარმატება მის სახელთან არის დაკავშირებული. ესპანელის პრინციპები ზუსტად მიესადაგება პარიზული კლუბის პროექტს, რომელიც ბუნებრივია კიდევ ბევრ წელიწადზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ესპანურმა AS-მა...
ალ-ხელაიფი: თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ესე იგი პრობლემაა
დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ატლანტაში „ბაიერნს’’ ხვდება. ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩია, რომლის წინ პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ, მცირე ბრიფინგი მოაწყო. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ როგორ განწყობაზე ხართ? ყველაფერი კარგადაა. საჩვენო შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და მეოთხედფინალზე ვართ კონცენტრირებულები. მოტივაცია არ გვაკლია. გვინდა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეთ, თუმცა გამარჯვებამდე ჯერ შორსაა. დღეს ჩინებულ გუნდს ვეთამაშებით....
ალ-ხელაიფი: ნუ ეძებთ პრობლემას
„პარი სენ ჟერმენის’’ „მანჩესტერ სიტისთან’’ 4:2 გამარჯვების შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კილიან მბაპესთან დაკავშირებული კითხვა არ ესიამოვნა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მბაპემ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გულშემატკივართა ნაწილი ვარსკვლავის წასვლას ჯერაც ვერ შეგუებია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ახალი გუნდის აწყობას ცდილობს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე პსჟ-მ კარგად ვერ ითამაშა და ბოლოსწინა ტურისთვის რთულ...
გზისგასაყარზე
კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი. შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა...
პსჟ-ს სტრატეგია
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. „ჩვენ გვსურს შევქმნათ გუნდი, რომელსაც რეალურად შეეძლება ერთად თამაში მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ევროპის 10 საუკეთესო კლუბს შორისაც ასეა. ეს გვახარებს“, – თქვა ამაყად ალ-ხელაიფიმ. შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ესპანელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გუნდს 25 შეხვედრაში...









