ის, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა ბუნებრივია, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი ჯერჯერობით დათანხმებას არ ჩქარობს.
„ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პარიზში ძალიან პოპულარულია. კლუბის 2024-25 წლების სეზონის დიდი წარმატება მის სახელთან არის დაკავშირებული. ესპანელის პრინციპები ზუსტად მიესადაგება პარიზული კლუბის პროექტს, რომელიც ბუნებრივია კიდევ ბევრ წელიწადზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ლუის ენრიკესთან უვადო კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში იწურება.
ამ დღეებში კლუბის სურვილი მწვრთნელს გრძელვადიანი ხელშეკრულება შესთავაზოს „პარიზიენმაც’’ დაადასტურა. როგორც ჩანს 2026 წელს პარიზელთა დირექტორატისა და პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ლუის ენრიკეს დაყოლიება იქნება. გაზეთი წერს, რომ პსჟ ამისათვის ყველა ღონეს იხმარს. დღეისათვის პსჟ-ს მწვრთნელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელფასი აქვს: თვეში ერთი მილიონი ევრო, ოღონდ ეს თანხა იქვითება. მოსალოდნელია, რომ ნასერ ალ ხელაიფის ახალი შეთავაზება მნიშვნელოვნად მეტი იქნება.
თუმცა, როგორც თავში მოგახსენეთ, ასეთი პერსპექტივის მიუხედავად ლუის ენრიკეს პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის. არსებობს ეჭვი, რომ ის შეთავაზებას მარტივად არ დათანხმდება. როგორც თავად ბევრჯერ აღუნიშნავს, წინა გუნდებში ოთხ წელიწადზე დიდხანს არასდროს დარჩენილა.
„ენერგიისგან ვიცლები და ელემენტების თავიდან დამუხტვა მესაჭიროება ხოლმე’’, ― თქვა მან 2025 წლის იანვარში.
დღეს კითხვა ასე ისმის: აქვს კი პარიზში 2023 წელს ჩასულ ლუის ენრიკეს საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ „პარკ დე პრენსზე’’ 2027 წლის მერეც დარჩეს?
პასუხს სავარაუდოდ 2026 წელს გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
