„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა ალ-ხელაიფი უკან დაბრუნებას ცდილობს. მას გუშინ უნდოდა გამოფრენა, მაგრამ სულ მცირე კიდევ ერთი დღით მოუწია დარჩენამ, რადგან ღამით ირანმა დოჰა დაბომბა – ხუთი ბალისტიკური რაკეტა ესროლა.
ოთხშაბათს ავიაკომპანია „კატარ ეარვეიზმა’’ დაგეგმა რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი პარიზის მიმართულებით, მაგრამ არანაირი გარანტია, რომ ეს რეისები შესრულდება არ არსებობს. ალ-ხელაიფი ევროპაში გამგზავრების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა შექმნილი ვითარებიდან და იმ ხიფათიდან გამომდინარე, რომელიც კონფლიქტის ზონაში მის ოჯახს ემუქრება „პარი სენ ჟერმენის’’ ამბავი რასაკვირველია მეორეხარისხოვანია.
მას მერე, რაც ირანში ომი დაიწყო, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ბევრი ყუმბარა ჩავარდა, რამაც რეგიონში მგზავრობა მინიმუმამდე დაიყვანა. ყატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მათ ირანული რაკეტების 95% გააუვნებლეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
