პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. ზოგი წყარო ამბობს, მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, კილიანს ზაფხულში (30 ივნისს) პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და „სამეფო კლუბიც“ მას მუქთად ჩაიგდებს ხელშიო. ზოგადად, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი კი 160 მილიონი ევროა. სხვა ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს, სავარაუდოდ...
ჭდე: ნასერ ალ-ხელაიფი
პსჟ ნეიმარს ყიდის
კლუბიდან გამოსული ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა. ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი. ფაქტია, რომ ნეიმარმა პსჟ ევროპულ მწვერვალზე ვერ აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური „ბარსელონაა“....
მესი: ეს არის პარიზი!
ლეო მესი ახალ კლუბში წარადგინეს. არგენტინელის პარიზში ჩასვლის დღე მოვლენებით გადატვირთული გამოდგა. ვერ გეტყვით იფეთქებს თუ არა კოვიდი საფრანგეთის დედაქალაქში ახალი ძალით, მაგრამ ფეხბურთელს აეროპორტსა და სტადიონთან ასობით გულშემატკივარი დახვდა. მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების ვარიანტს ითვალისწინებს. პლანეტის ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ამ ორ წელიწადში 100 მილიონ ევროზე...
აი, ვის ყიდულობს პარი სენ ჟერმენი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ სიტის” ვერ აჯობა და დამარცხდა. არადა, პარიზულ გუნდს, მანჩესტერულისა არ იყოს, რამდენი ხანია უდიადესთა მარაქაში უნდა გარევა — ლიგის მოგება სურს. და აი, როდესაც ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს კორონაპანდემიამ ჯიბეები შეუთხელა, პსჟ ფულს დასტა-დასტა აფრიალებს და ახალ ფეხბურთელებს ყიდულობს. პარიზელთა პირველი შენაძენი იქნება 22 წლის მაროკოელი განაპირა მცველი...
პარიზი მბაპეს ქალაქია
„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ჭორაობას წერტილი დაუსვა, არსად გადადისო. 22 წლის მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ანუ გაისად ამ დროს ეწურება და თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ წერდნენ წარამარა, რომ ფრანგი ფორვარდი „პარკ დე პრენსიდან” ამ ზაფხულს წავა და მას „რეალს” უკავშირებდნენ. „ყველას გასაგონად, მკაფიოდ...
მესი? ის ბარსელონელია
კორპორაცია „ყატარ სპორტს ინვესტმენტმა” „პარი სენ ჟერმენი” 9 წლის წინ იყიდა და ამ ხნის განმავლობაში მარტო ტრანსფერებში 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა. ასეთი გასავლის მიუხედავად, პარიზულმა კლუბმა პირველად მხოლოდ ახლა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გამარჯვება კი ვერ შეძლო — ფრანგი კინგსლი კომანის გოლით „ბაიერნმა” კილიან მბაპესა და ნეიმარის გუნდი 1:0 დაამარცხა. პსჟ-ს 46 წლის პრეზიდენტი ნასერ...
ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო სამყაროში
სანამ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის შედეგებს გაეცნობით, წარმოიდგინეთ, თქვენ ვის დაასახელებდით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად. ლეო მესის? კრიშტიანუ რონალდუს? პეპ გვარდიოლას? იქნებ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს? ან სულაც „რეალის“ თავკაც ფლორენტინო პერესს? არამც და არამც. ფრანგული ჟურნალის ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე წონადი ფიგურა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გახლავთ. გარდა ფრანგული კლუბისა, ალ-ხელაიფი ყატარულ ტელეკომპანია beIN...






