პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. ზოგი წყარო ამბობს, მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, კილიანს ზაფხულში (30 ივნისს) პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და „სამეფო კლუბიც“ მას მუქთად ჩაიგდებს ხელშიო. ზოგადად, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი კი 160 მილიონი ევროა.
სხვა ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს, სავარაუდოდ კვირაში 1 მილიონ ევროსო. მოკლედ, ჭორ-მართალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვეს ვერ გაირკვევა.
აი, ესპანური „მარკა“ კი წერს, კილიანის დედას, ქალბატონ ფაიზუ ლამარის ახალი ხელშეკრულების იდეა ძალიან მოსწონებია და შვილს პსჟ-ში დარჩენას ურჩევს „კლუბისა და ფრანგული ფეხბურთის სამადლობელოდ.“
გამოცემა იმასაც ამატებს, ლამარის ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონია კლუბის მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფისთან და სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
