სულ ერთი საათი დაჰყო დუბაის ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ჩვენებური პირველივე წრეში „იღბლიანი დამარცხებულის“ სტატუსით ძირითად ბადეში მოხვედრილ ავსტრალიელ ალექსეი პოპორინთან 2:6, 3:6 წააგო.
როგორც ნამატჩევს ქართველმა ჩოგბურთელმა თქვა, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ასეთი სუსტი თამაშიც ამის ბრალია.
„დღეს 100%-ით მზად არ ვიყავი. წელს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ჩვეულად ვითამაშე, მაგრამ ყველაფერი ვცადე. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები და ინდიან უელსის მასტერსისთვის მზად ვიქნები“, – თქვა ნამატჩევს ბასილაშვილმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
