
იტალიური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. რასაკვირველია, იმასაც ამბობენ, რომ კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს თადარიგში სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ უპირველესი სამიზნე კონტეა. გავლენიანი გაზეთი „რეპუბლიკა” ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი დე ლაურენტისისგან ხელფასად 7 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, „რეპუბლიკას” ვერსიით აქ კონტე განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. მას სულ სამი კაცი სდომებია: 19 წლის დანიელი მარცხენა მცველი პატრიკ დორგუ, რომელიც „ლეჩეში” თამაშობს (სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევრო); 21 წლის ამერიკელი ნახევარმცველი იუნუს მუსა „მილანიდან” (სატრანსფერო ღირებულება 23 მილიონი ევრო) და საქვეყნოს ცნობილი 31 წლის ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც „ჩელსის” ეკუთვნის მაგრამ ბოლოს „რომაში” იყო იჯარით განათხოვრებული (სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო).
ლუკაკუ კონტეს ფავორიტია. იტალიელ მწვრთნელს სურს, სადაც წავა ბელგიელი ყველგან მიჰყვებოდეს. რაც შეეხება მუსას, ის „მილანში” გადასვლამდე „ვალენსიაში” თამაშობდა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო. მუსა გიორგის მეგობარია, რომლის გამოც 2023 წლის 21 მაისს „ვალენსიასა” და „რეალის” სკანდალურ შეხვედრაში ქართველი მეკარე მადრიდელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ ვინისიუს ჟუნიორს სწვდა. მაშინ მამარდაშვილი ლამის რასისტად შერაცხეს, არადა მუსა აფრიკული წარმოშობისაა და გაუგებარია მისი გამოსარჩლება რატომ იყო რასიზმი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
