გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ...
ჭდე: სერგო აბრამიშვილი
ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი...
ილიას პირველი, გურამის მეორე და სერგოს მეოთხე
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა. ტოპ 14 პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე...
სერგო, ვანო, თედო
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...
გოგინავას ლელოს ამარა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ წამყვან ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გამოვლინდა ტოპ 14-ში ასვლისთვის მებრძოლი ექვსეული, ნასიონალ 1-ში დასაქვეითებელი კლუბიც და ნასიონალის ფინალში დამარცხებულთან პლეი-ოფის მონაწილეც. ცხადია, ნასიონალის ჩემპიონის ვინაობაც გამოვლინდა. ტოპ 14-ში კი ის ვიცით, რომ „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“ პლეი-ოფის მონაწილეები აუცილებლად იქნებიან, ხოლო „მონპელიე“ და „ოიონაქსი“ აუტსაიდერებად დარჩებიან....
ასპინძელის პარიზული დუბლი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს გატანა, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასპინძის სარაგბო სკოლაში აღზრდილმა მოთამაშემ, ვისაც მეგობრები „ასპინძას“ უწოდებენ, ერთბაშად ორჯერ დაალელოვა მეტოქე გუნდი. მისმა „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და სასტიკი მარცხიც აგემა – 52:3. მელიქიძემ პარიზელთა მეორე და მესამე ლელოები შესაბამისად მე-10 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ამით...





