„ოლიმპიაკოსი” მეცხრე ცაზეა. მან კონფერენციის თასის ფინალში „ფიორენტინას” 1:0 მოუგო და გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი აღმართა.
დამთავრდა თუ არა შეხვედრა პირეოსში დიდი სახალხო ზეიმი დაიწყო.
ხალხი გმირების შესახვედრად ქუჩებში გამოვიდა. ფიესტა ანდრეა სინგრუს გამზირზე დაიწყო. „ოლიმპიაკოსის” ღია ავტობუსი პორტისკენ დაიძრა. დიდი თავშეყრა კი პირეოსის მუნიციპალურ თეტრთან დილის 5 საათზე გაიმართა.
საყოველთაო ზეიმის დროს თვით გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა დაარღვია თავისი პირქუში წესი და გულშემატკივრებთან ერთად იმღერა.
„გიჟური ოცნება ახლა რეალობაა. ჩვენი „ოლიმპიაკოსისთვის”, ჩვენი პირეოსისთვის, ჩვენი საბერძნეთისთვის. მინდა ეს ღამე ამ ზღვა ხალხისთვის, ფეხბურთელებისთვის, ჩვენი დიდი მწვრთნელისთვის განსაკუთრებული სიხარულის ღამედ იქცეს. გილოცავთ ყველას ვინც მოგვეცით ძალა რომ ოცნება სინამდვილედ გვექცია. გაუმარჯოს „ოლიმპიაკოსს”! გაუმარჯოს საბერძნეთს!”, — თქვა კლუბის მეპატრონემ, მედია-მაგნატმა და პირეოსის ქალაქის საბჭოს წევრმა ვანგელის (ევანგელიოს) მარინაკისმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
