უკვე 16 წელია ფუნქციონირებს ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა კავშირი (FSE- Football Supporters of Europe). ამ ორგანიზაციის მიზანია ფანებს შორის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გულშემატკივართა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი დახმარება. FSE ამ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს უეფა-სთან და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. FSE-ს ერთ-ერთი მიმართულებაა ფან საელჩოების ორგანიზება დიდ ტურნირებზე. რადგან საქართველო პირველად...
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...
შეკრება ევრომდე
საქართელოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. 9 ივნისს, „ჯვაროსნები“ პოდგორიცაში...
გზისგასაყარზე
კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი. შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა...
დაუვიწყარი ღამე პირეოსში
„ოლიმპიაკოსი” მეცხრე ცაზეა. მან კონფერენციის თასის ფინალში „ფიორენტინას” 1:0 მოუგო და გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი აღმართა. დამთავრდა თუ არა შეხვედრა პირეოსში დიდი სახალხო ზეიმი დაიწყო. ხალხი გმირების შესახვედრად ქუჩებში გამოვიდა. ფიესტა ანდრეა სინგრუს გამზირზე დაიწყო. „ოლიმპიაკოსის” ღია ავტობუსი პორტისკენ დაიძრა. დიდი თავშეყრა კი პირეოსის მუნიციპალურ თეტრთან დილის 5 საათზე გაიმართა. საყოველთაო ზეიმის...
ეს დათარსული იტალიანო
ვინჩენცო იტალიანომ ისევ წააგო. ის, რაც წუხელ ათენში ევროპის ლიგის ფინალში მოხდა ამ მწვრთნელისთვის ორ წელიწადში მესამე მარცხი იყო გადამწყვეტ შეხვედრაში. გავიხსენოთ: 2023 წელს იტალიის თაზე „ინტერთან”, იმავე წელს კონფერენციის ლიგაში „ვესტ ჰემთან” და აი, 2024-ში „ოლიმპიაკოსთან”. „ოლიმპიაკოსი” გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. არადა, „ფიორენტინა” აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. შარშან, „ვესტ ჰემთან” შეხვედრის...





