მარიამ ბოლქვაძე „უიმბლდონის“ ძირითად ბადეშია. ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბელგიელი ჯელეინ ვანდრომე 6:4; 4:6; 6:3 დაამარცხა და უძლიერეს ჩოგბურთელების მარაქაში გაერია.
პირველ სეტში ბოლქვაძემ მეტოქე მეშვიდე გეიმში დააბრეიკა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. მარიამმა მეორეში სეტის მესამე გეიმშიც წაართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ბოლოში ორჯერ საკუთარი გაატანა და ანგარიში გათანაბრდა.
გადამწყვეტ, მესამე სეტში, ბოლქვაძემ მეტოქეს პირველივე ჩაწოდება წაართვა, მაგრამ იქვე საკუთარი დაუთმო. თუმცა, ამჯერად მეორე სეტში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორა, სეტის ბოლოს ბელგიელი ორჯერ დააბრეიკა და უიმბლდონის ძირთად ბადეში გავიდა…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
