„ნაპოლი” ნეაპოლელების გუნდია და ადგილობრივების აზრი მისი დღევანდელობისა თუ მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ნეაპოლელი, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ აზრი ჰკითხა ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო ფლორო ფლორესია, რომელმაც კარიერა „აძურიში” დაიწყო, თუმცა კარიერაში ბევრი სხვა კლუბიც მოიარა, პროფესიულ დონეზე ხუთასზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. მასთან Radio Martem ჩაიწერა ინტერვიუ. „როგორ წარმომიდგენია ხვიჩა კვარაცხელიას...
