„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის.
Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო ულტრა კურვა B”-ს ლიდერმა, მოგვიანებით გაჟურნალისტებულმა ჯენარო მონტუორიმ გარსიას პერიოდზე ილაპარაკა და საინტერესო რამ თქვა:
„ფრანგს ჯოვანი დი ლორენცოს როლის დაკნინება და მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა უნდოდა. მან ჩამოსვლისთანავე მოახერხა ბიჭების დაპირისპირება. იცით, ვინ უნდოდა გარსიას კაპიტნად? პიოტრ ჟელინსკი, რომელიც დიდი პროფესიონალია და დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოყენებას არ იმსახურებდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
