იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ Marte Sport Live-თან ინტერვიუში „ნაპოლის” ტრანსფერებზე ილაპარაკა.
„დგას თუ არა „ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის საშიშროების წინაშე? მდგომარეობა რთულია, რაც იმან გამოიწვია, რომ კლუბს ფეხბურთელთან ხელშეკრულება კარგა ხნის წინ უნდა განეახლებინა, ის კი ფეხს ითრევდა. ქართველს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ „მუცელი სტკივა”. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც „სკუდეტოს არქიტექტორად” გამოაცხადეს, მაგრამ ხედავს, რომ თითქმის ყველა თანაგუნდელს მასზე მეტ გასამრჯელოს უხდიან.
ახლა „ნაპოლის” სურს ვითარებას მოერგოს, რის გამოც აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას 2029 წლამდე წელიწადში 4 მილიონ ევროს პლუს ერთი მილიონის ბონუსებს შესთავაზებს. მოლაპარაკების საგანი იქნება გამოსასყიდი თანხაც. ფეხბურთელის მხარე კლუბისთვის ხელსაყრელ თანხას უნდა დათანხმდეს, თუმცა თუ შეატყობს, რომ სხვაგან გადასვლის შანსი აქვს, შესაძლოა პრინციპულადაც კი დადგეს უარზე.
„ნაპოლის” ქართველის გაყიდვა არ უნდა, მაგრამ თუ გაყიდის, შეეცდება ეს ძალიან ძვირად გააკეთოს”, — თქვა სკირამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
