ჭდე: სელტა

Home სელტა
რეალი აირია
ჩანაწერი

რეალი აირია

გულშემატკივარს „რეალი’’ კვლავ ძლევამოსილი გუნდი ეგონა. ასეთი შთაბეჭდილება ბილბაოში 3:0 გამარჯვების შემდეგ შეიქმნა, მაგრამ აი, უმასპინძლა გუნდმა „სელტას’’ და მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 0:2 წააგო. „ლოს ბლანკოსი’’ შეხვედრის მსვლელობისას ყველა გაგებით ჩაფლავდა. მადრიდელებმა ნერვებიც ვერ მოთოკეს. ალვარო კარერასი მსაჯებთან კამათისთვის გააძევეს. იგივე ბედი ეწია სათადარიგო ფეხბურთელ ენდრიკს, რომელიც, როგორც მსაჯის ოფიციალურ პატაკში წერია „სკამიდან წამოდგა, ტექნიკური...

მამარდას და ღამურების გამარჯვება
ჩანაწერი

მამარდას და ღამურების გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება. კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა...

მარტო მამარდაშვილი საკმარისი არ არის
ჩანაწერი

მარტო მამარდაშვილი საკმარისი არ არის

„ვალენსიამ” ვიგოში 1:3 წააგო. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე მარცხი. გიორგი მამარდაშვილის გუნდს ორი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, მისმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდება, მათი ადგილი ლა ლიგაში არ არის. მატჩის ბოლოს ბარახამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის „სელტასთან“ მარცხს შეეგუა იყო და ძალები...

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი
ჩანაწერი

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი

გიორგი მამარდაშვილმა დიდებული სეზონი დაასრულა, მაგრამ დაასრულა თუ არა მან კარიერის ვალენსიური პერიოდი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ღამურებმა” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშეს და ლა ლიგის საბოლოო ცხრილში წინა სეზონზე შვიდი ადგილით მაღალი მე-9 პოზიცია დაიკავეს. შარშან ამ დროს „ვალენსია” ბოლო ტურში გადაურჩა გავარდნას, ასე რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით რუბენ ბარახას გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა...

ვალენსია თასიდან გავარდა
ჩანაწერი

ვალენსია თასიდან გავარდა

ესპანეთის „სამეფო თასის” მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „სელტასთან” 1:3. მამარდაშვილს ამ შეხვედრაში, ისევე როგორც სხვა სათასო მატჩებში, მონაწილეობა არ მიუღია. კარს ჯაუმე დომენეკი იცავდა, რომელმაც წაგების შემდეგ თქვა: „შინ 1:3 დამარცხება მტკივნეულია. ძალიან გვინდოდა თასზე კარგად გამოვსულიყავით. გულშემატკივარმა გულმხურვალედ დაგვიჭირა მხარი, „მესტალია” სავსე იყო, ჩვენ კი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. გადამწყვეტი როლი პირველი ორი...

იაგომ მონიტორი გადააყირავა
ჩანაწერი

იაგომ მონიტორი გადააყირავა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში „სელტამ“ „სევილიასთან“ ფრედ ითამაშა (1:1). „სელტამ“ ბოლო ნახევარი საათი უმცირესობაში გაატარა, მაგრამ დამატებულ წუთებზე გამარჯვების შანსი მიეცა. მსაჯმა დანიშნა პენალტი „სევილიას“ კარში, როდესაც ხესუს ნავასმა თავდამსხმელ იორგენ ლარსენს საკუთარ საჯარიმოში უჯიკა. VAR-ის გადახედვის შემდეგ, მსაჯმა გააუქმა პენალტი და საფინალოდ ჩასტვინა. შედეგად „სელტას“ კაპიტანმა იაგო ასპასმა მოედნის დატოვებისას VAR-ის მონიტორი გადააყირავა....

იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა
ჩანაწერი

იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა

არ წყდება დავა-კამათი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლის გამო. ვეიგას „ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ნახევარმცველმა დიდ ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა და მას დიდი არაბული ფული ამჯობინა. „სელტას” კაპიტანმა 36 წლის იაგო ასპასმა ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებაზე თავისი აზრი გამოთქვა: „ჩვენ სულ სხვა ტრანსფერს ველოდით. გვეგონა ვეიგა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ...

ნაპოლი ბაზარში ვერ ყოჩაღობს
ჩანაწერი

ნაპოლი ბაზარში ვერ ყოჩაღობს

„ნაპოლიმ” ესპანელი გაბრი ვეიგასთვის ბრძოლა წააგო — ასეთია ბოლო მთავარი ცნობა „აძურის” შესახებ. „სელტას” ფეხბურთელის შეძენა საუდის არაბეთის კლუბმა „ალ აჰლიმ” მოისურვა და, როგორც წერენ, ესპანური კლუბი დათანხმდა. იტალიის ჩემპიონთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეიგას შეძენას ცდა არ დააკლო. ერთიხანობა ყველას ეგონა, რომ საქმე გაჩარხულია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვიგოელებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. დე ლაურენტისმა ყველა...

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა
ჩანაწერი

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა

გაბრი ვეიგას „სელტადან” „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი საქმე ჩანდა, მაგრამ წუხელ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეფერხდა. ტრანსფერებში გარკვეულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომ „სქაი სპორტს” უთხრა: „დღევანდელმა საღამომ შიშები გააჩინა. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტიღა დარჩა, „აძურის” რუდი გარსიას გუნდის დაკომპლექტება კი ჯერ არ დაუსრულებია. „პარტენოპეელთა” მთავარი სამიზნე 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგაა,...

გადადის ვეიგა ნაპოლიში?
ჩანაწერი

გადადის ვეიგა ნაპოლიში?

ესპანეთის ჩემპიონატი განახლდა. „სელტა” დღეს, საქართველოს დროით 19 საათზე, „ოსასუნას” მასპინძლობს და ეს შეხვედრა „ნაპოლის” გულშემატკივრებს აინტერესებთ. უფრო სწორად, ნეაპოლელებს აინტერესბთ არა იმდენად მატჩი, რამდენადაც ის, ითამაშებს თუ არა ვიგოელთა შემადგენლობაში ნახევარმცველი გაბრი ვეიგა. მოგეხსენებათ, ვეიგა „პარტენოპეელთა” ინტერესისი ობიექტია. ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა, რომელიც 2013-15 წლებში „ნაპოლის” ედგა სათავეში, ახლა კი „სელტას” წვრთნის, თქვა:...