გაბრი ვეიგას „სელტადან” „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი საქმე ჩანდა, მაგრამ წუხელ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეფერხდა. ტრანსფერებში გარკვეულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომ „სქაი სპორტს” უთხრა:
„დღევანდელმა საღამომ შიშები გააჩინა. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტიღა დარჩა, „აძურის” რუდი გარსიას გუნდის დაკომპლექტება კი ჯერ არ დაუსრულებია. „პარტენოპეელთა” მთავარი სამიზნე 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგაა, მაგრამ მის თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერდა”.
ვეიგამ ამ ზაფხულს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ბათუმში გამართულ ფინალშიც ითამაშა ინგლისელების წინააღმდეგ. ის შეხვედრა ინგლისმა მოიგო 1:0.
დი მარცომ განაგრძო: „პარასკევ საღამოს კლუბებმა საერთო ენა გამონახეს, მაგრამ ეს იყო ზეპირი შეთანხმება, რომელსაც გაფორმება სჭირდებოდა. „სელტამ” შეიტყო, რომ „ნაპოლი” სიტყვიერი შეთანხმების დარღვევას აპირებდა და მოლაპარაკებები შეწყვიტა. „ნაპოლის” კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ მომენტისთვის ვეიგა ესპანეთშია და ელოდება, რომ მისი საქმე გაირკვევა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. დიდწილად გაირკვევა შედგება ტრანსფერი თუ არა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
