ჭდე: გაბრი ვეიგა

Home გაბრი ვეიგა
იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა
ჩანაწერი

იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა

არ წყდება დავა-კამათი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლის გამო. ვეიგას „ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ნახევარმცველმა დიდ ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა და მას დიდი არაბული ფული ამჯობინა. „სელტას” კაპიტანმა 36 წლის იაგო ასპასმა ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებაზე თავისი აზრი გამოთქვა: „ჩვენ სულ სხვა ტრანსფერს ველოდით. გვეგონა ვეიგა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ...

კარვახალი კროოსისგან განსხვავებულად ფიქრობს
ჩანაწერი

კარვახალი კროოსისგან განსხვავებულად ფიქრობს

ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” მცველს დანი კარვახალს Futbol en Movistar Plus-მა ჩამოართვა ინტერვიუ. საუბარი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლას შეეხო. მოგეხსენებათ, ზაფხულში ვეიგას ყიდვას „ნაპოლი” ცდილობდა, მან კი კარიერის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გაგრძელებას გაცილებით ბევრი ფულის გამო საუდეთის ლიგაში გადაბარგება ამჯობინა. კარვახალის პოზიცია ძალიან განსხვავდებოდა...

ამ ჯერზე ნაპოლი ნახევარმცველს აღარ იყიდის
ჩანაწერი

ამ ჯერზე ნაპოლი ნახევარმცველს აღარ იყიდის

ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” ეკრანიდან „ნაპოლისა” და „პარტენოპეელთა” სატრანსფერო პერიოდის შესახებ ილაპარაკა. მის ხელთ არსებული ინფორმაცია ასეთი გახლდათ: „ნეაპოლელები მიმდინარე სატრანსფერო სეზონში ნახევარმცველის ყიდვას აღარ შეეცდებიან. ესპანელი გაბრი ვეიგა სამომავლო ინვესტიციად იყო ჩაფიქრებული. შესაბამისად, კლუბს დარჩენილ დღეებში ახალი ნახევარმცველის დამატების აუცილებლობა არ აქვს. „აძური” მოედნის შუაში კარგად არის დაკომპლექტებული, მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სეზონისწინა...

ნაპოლი ბაზარში ვერ ყოჩაღობს
ჩანაწერი

ნაპოლი ბაზარში ვერ ყოჩაღობს

„ნაპოლიმ” ესპანელი გაბრი ვეიგასთვის ბრძოლა წააგო — ასეთია ბოლო მთავარი ცნობა „აძურის” შესახებ. „სელტას” ფეხბურთელის შეძენა საუდის არაბეთის კლუბმა „ალ აჰლიმ” მოისურვა და, როგორც წერენ, ესპანური კლუბი დათანხმდა. იტალიის ჩემპიონთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეიგას შეძენას ცდა არ დააკლო. ერთიხანობა ყველას ეგონა, რომ საქმე გაჩარხულია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვიგოელებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. დე ლაურენტისმა ყველა...

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა
ჩანაწერი

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა

გაბრი ვეიგას „სელტადან” „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი საქმე ჩანდა, მაგრამ წუხელ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეფერხდა. ტრანსფერებში გარკვეულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომ „სქაი სპორტს” უთხრა: „დღევანდელმა საღამომ შიშები გააჩინა. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტიღა დარჩა, „აძურის” რუდი გარსიას გუნდის დაკომპლექტება კი ჯერ არ დაუსრულებია. „პარტენოპეელთა” მთავარი სამიზნე 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგაა,...

გადადის ვეიგა ნაპოლიში?
ჩანაწერი

გადადის ვეიგა ნაპოლიში?

ესპანეთის ჩემპიონატი განახლდა. „სელტა” დღეს, საქართველოს დროით 19 საათზე, „ოსასუნას” მასპინძლობს და ეს შეხვედრა „ნაპოლის” გულშემატკივრებს აინტერესებთ. უფრო სწორად, ნეაპოლელებს აინტერესბთ არა იმდენად მატჩი, რამდენადაც ის, ითამაშებს თუ არა ვიგოელთა შემადგენლობაში ნახევარმცველი გაბრი ვეიგა. მოგეხსენებათ, ვეიგა „პარტენოპეელთა” ინტერესისი ობიექტია. ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა, რომელიც 2013-15 წლებში „ნაპოლის” ედგა სათავეში, ახლა კი „სელტას” წვრთნის, თქვა:...

ნაპოლიში შედიან და გადიან
ჩანაწერი

ნაპოლიში შედიან და გადიან

calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის...