ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” მცველს დანი კარვახალს Futbol en Movistar Plus-მა ჩამოართვა ინტერვიუ. საუბარი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლას შეეხო. მოგეხსენებათ, ზაფხულში ვეიგას ყიდვას „ნაპოლი” ცდილობდა, მან კი კარიერის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გაგრძელებას გაცილებით ბევრი ფულის გამო საუდეთის ლიგაში გადაბარგება ამჯობინა.
კარვახალის პოზიცია ძალიან განსხვავდებოდა მისი გერმანელი კოლეგისა და თანაგუნდელის ტონი კროოსის პოზიციისგან, რომელმაც ახალგაზრდა ნახევარმცველი არასწორი პრიორიტეტების გამო გააკრიტიკა. კარვახალმა თქვა:
„მე ვეიგასი ძალიან კარგად მესმის. როდესაც გერმანიაში, „ლევერკუზენში” გადავედი (2012-13) ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და პირველი, რაც გავაკეთე მშობლებისთვის სახლის ყიდვა იყო. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ეკონომიკურ საკითხამდე დადის. ყველა, ვინც თავის ოჯახს ეხმარება ამ ბიჭს გაუგებს. მას შეეძლო „ნაპოლიში” გადასულიყო და რამდენიმე მილიონი ევრო მიეღო, მაგრამ ვინ იძლევა გარანტიას, რომ მის კარიერაში ყველაფერი კარგად წავიდოდა. ასე რომ გაბრი ვეიგას დამოკიდებულება ჩემთვის სრულიად გასაგებია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
