ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია

Home სიახლეები ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია
ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია

Giorgi Mamardashvili with Georgiaბოლო თვეები გიორგი მამარდაშვილისთვის იოლი არ იყო. ქართველი „ვალენსიას” წამყვან ფეხბურთელთა შორისაა და ამიტომ, გუნდის ცუდ პერიოდებს ის ერთიორად განიცდის. ბევრი ფეხბურთელი სანაკრებო ფანჯრების დროს ამოისუნთქვას და კლუბის პრობლემებიდან გადაერთვება ხოლმე, მაგრამ მისთვის ესეც არ არის გამოსავალი. ესპანეთთან შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაუშვა და მართალია ეს ხმაურიანი მარცხი მისი ბრალი ოდნავაც არ იყო, ამგვარი წაგება ნებისმიერ ადამიანს ანადგურებს მორალურად.

მაგრამ გიორგის წუხილის დრო არ აქვს, მას თავისი კარიერის მნიშვნელოვანი სეზონი ელის. ქართველი გიგანტი მომდევნო ზაფხულს შესაძლოა კლუბის ვიტრინაში აღმოჩნდეს, ოღონდ თავისი სურვილით კი არა, არამედ „ვალინსიას” მფლობელი კომპანიის „მერიტონის” პოლიტიკის გამო. „მერიტონი” ყიდის ყველა ფეხბურთელს, რომელიც თავს გამოიჩენს. წლეულს, ევროპული კლუბების მიერ მოწყობილმა მეკარეთა ცეკვამ მამარდაშვილს ძალიან ახლოს ჩაუარა, შემდეგი წელიწადი კი შეიძლება მის კარიერაში გარღვევისთვის გადამწყვეტი გამოდგეს.

რაც გიორგი „მესტალიაზე” კარში დადგა, ზრდა არ შეუწყვეტია. ის ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება კარიერის იმ წერტილს, როდესაც თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მას ევროპის ტოპ-მეკარეებს მიაკუთვნებენ ან არ მიაკუთვნებენ. მიმდინარე სეზონში მან აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი წინ, გახდეს უფრო სანდო და შეამციროს შეცდომების რაოდენობა. ამის გაკეთება კი იოლი არ არის, რადგან „მესტალიაზე” კარში დგომა დაუსრულებელი ხიფათის წინაშე ყოფნას ნიშნავს.

ქართული მხარდაჭერა

ის რომ ძალიან დელიკატურ მომენტს განიცდის მის სამშობლოში, საქართველოშიც იციან და კარის მცველს ეფერებიან. განსაკუთრებით ლუის დე ლა ფუენტეს გუნდთან წაგების შემდეგ. მატჩის მერე ყველა ერთს ცდილობდა, დაერწმუნებინა გიორგი, რომ ვილი სანიოლის გუნდის იმიჯის გაფუჭებაში მას ბრალი არ მიუძღვის. ამ სამშაბათს, ნორვეგიაში, ქართველებს აქვთ შესაძლებლობა გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული, რის წყალობითაც მამარდაშვილი „ვალენსიაში” მეტი თავდაჯერებით დაბრუნდება, ვიდრე ეს პარასკევის მარცხის შემდეგ იყო შესაძლებელი.

რაფა ხარკე, superdeporte