„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს. ინტერნეტში გავრცელდა...
ჭდე: დანი კარვახალი
რეალი გავის გვერდით
მადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ხოსელუმ სოციალურ ქსელებში „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, გავის მხარდასაჭერად ისაუბრეს, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ (3:1) დაშავდა. ესპანელმა მუხლის ჯვარედინი იოგები, ასევე მენისკი დააზიანა და ტრავმის გამო შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს. „კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ ყოვლისა ადამიანები. უფრო...
კარვახალმა ვარჯიში გაღიზიანებულმა დატოვა
დღეს ნეაპოლში, „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ნაპოლი” „რეალს” მასპინძლობს. კარლო ანჩელოტის გუნდმა წესის თანახმად „მარადონაზე” ივარჯიშა. ვარჯიშის მსვლელობისას ყურადღება მიიპყრო „თეთრების” ცნობილმა მცველმა დანი კარვახალმა, რომელმაც მოედანი გაღიზიანებულმა დატოვა. როგორც ჩანს, მას რაღაც ეტკინა აქვს. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ სავარაუდოდ სერიოზული არაფერია, მაგრამ თუ კარვახალი დღეს თამაშს ვერ მოახერხებს,...
კარვახალი კროოსისგან განსხვავებულად ფიქრობს
ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” მცველს დანი კარვახალს Futbol en Movistar Plus-მა ჩამოართვა ინტერვიუ. საუბარი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლას შეეხო. მოგეხსენებათ, ზაფხულში ვეიგას ყიდვას „ნაპოლი” ცდილობდა, მან კი კარიერის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გაგრძელებას გაცილებით ბევრი ფულის გამო საუდეთის ლიგაში გადაბარგება ამჯობინა. კარვახალის პოზიცია ძალიან განსხვავდებოდა...
ეკ კლასიკო ტრიბუნიდან
შაბათს მადრიდში, „რეალის” ბაზაზე გამართული „ელ კლასიკო” საინტერესო კუთხით მიმოიხილა კატალონიურმა გამოცემამ, „სპორტმა”. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდებოდა ვალდებებასის ბაზაზე, „ადლფრედო დი სტეფანოს” სახელობის პატარა სტადიონის ტრიბუნებზე და მოედნის კიდესთან. „სპორტი” წერს, რომ „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა ამ სარბიელისთვის ზედმეტად დიდი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” მოიგო 2:1. კატალონიური გაზეთი წერს, რომ პირველ...
მერე ფეხბურთელებს ბრალდება
„რეალმა” ეიბარში 3:1 მოიგო. მადრიდელთა უპირატესობა უეჭველი იყო. ანგარიში მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, მე-13 წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა მეორეც მიაყოლა. 28-ე წუთზე კიკემ ულამაზესი დარტყმით შეამცირა სხვაობა, 90+2 წუთზე კი ლუკას ვასკესმა სტუმრების მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა. და მაინც, ამ მატჩში იყო საკამათო ეპიზოდი — უნდა დანიშნულიყო თუ არა „რეალის” კარში 82-ე წუთზე...
კიდევ ერთი მადრიდული
„რეალმა” მოიგო. ამჯერად „ხეტაფე” დაამარცხა — 1:0. ახლა მადრიდელები ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე „ბარსელონას” 4 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ „ბარსამ” ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი ფრე ითამაშა და ლიდერობა დაკარგა. ყოველთვის საინტერესოა, როგორ აფასებს „თეთრების” შეხვედრას კატალონიური პრესა, რომელიც დედაქალაქელთა ყოველ ქულას ტრადიციულად „მიკროსკოპში ატარებს”. ამჯერად, პრო-ბარსელონური მედია წერს, რომ „რეალისა” და „ხეტაფეს” შეხვედრა ლიდერისთვის...
უიღბლო დანი კარვახალი
„რეალისა” და „ლივერპულის” ფინალური შეხვედრის პირველ ტაიმში დანი კარვახალის ცრემლები სწორედ ის იყო, რისი ნახვაც ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან არ უნდოდა. მადრიდელთა მარჯვენა მცველი მხოლოდ იმას კი არ განიცდიდა, რომ ფინალის დარჩენილ ნაწილს გამოსტოვებდა, არამედ იმასაც, რომ საფრთხის ქვეშ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა დაუდგა. კარვახალი ისე ტიროდა, რომ „რეალის” ექიმმაც კი ვერ დააშოშმინა, ხეირიანად დალაპარაკების საშუალებაც...
“აუდიმ” ისევ ჩამოარიგა
“რეალის” თოთხმეტმა ვარსკვლავმა “აუდისგან” საჩუქრად ძვირი ავტომობილები მიიღო. ყველაზე ზეპური მანქანა კრიშტიანუ რონალდუს ერგო. მოგეხსენებათ, გერმანული საავტომობილო კონცერნი ესპანეთის ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სპონსორია და ფეხბურთელებს ხშირად ჩუქნის ახალ მანქანებს. რონალდუს რომელმაც ამ დღეებში ერთ-ერთი თავისივე რეკორდი მოხსნა, RS7-ის სპორტული ვერსია ხვდა. რეკორდი კი ასეთია: სამშაბათს მადრიდელებმა “აპოელთან” 6:0 გაიმარჯვეს, ექვსიდან ორი პორტუგალიელმა გაიტანა,...







