ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო! ეს ნიშნავს, რომ „დიდ მუზარადებზე“ მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ნოლე ავსტრალიელ მარგარეტ კორტს დაეწია. ახლა ორივეს მონაგარი 24-ის ტოლია. ნოლემ 24-ე ტიტული ტრაგიკულად დაღუპულ ამერიკელ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა და გამარჯვების შემდეგ ლეგენდარული კალათბურთელის გამოსახულებიანი მაისური გადაიცვა.
ფინალში სერბმა რუს დანილ მედვედევს მარტივად მოუგო და 2021 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშიც აიღო.
პირველი სეტის დასაწყისშივე ნოვაკმა მეტოქეს ჩაწოდება აართვა და მოგებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. შედარებით გაუჭირდა მეორე სეტი, სააც ყველაფერი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა. მესამე სეტიც ისევ ნოლეს უპირატესობით დაიწყო – მეოთხე გეიმში სერბმა ბრეიკი აიღო, რასაც მედვედევმა მეხუთეში უპასუხა, მაგრამ მეექვსე გეიმიც ნოლეს დარჩა და, ოდნავ მოგვიანებით მატჩიც…
ჯოკოვიჩმა წლეულს ოთხიდან სამი დიდი სლემი მოიგო. სერბმა მხოლოდ „უიმბლდონზე“ იჩემპიონა, სადაც ფინალი კარლოს ალკარასთან წააგო. სულ კი, ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხედ იმარჯვა. ყველაზე მეტი ტიტული სერბს ავსტრალიაში აქვს მოპოვებული (10), შემდეგ მოდის „უიმბლდონი“ (7) და ბოლოს „როლან გაროსი“ (3).

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
