
calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის განმავლობაში წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ეს „ნაპოლის” მხრივ კარგი მანევრია, მაგრამ ყველაფერი არ არის. calciomercato-ს თქმით მთავარ კერძს ჰქვია გაბრი ვეგა, 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი „სელტადან”, რომელთანაც აურელიო დე ლაურენტისი ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. „ნაპოლის” პრეზიდენტი ფეხბურთელს წელიწადში 2 მილიონ ევროს ჰპირდება.
ვეგას ტრანსფერთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ „სელტამ” „ნაპოლის” პირველ და მეორე შეთავაზებაზე ანუ 25 და 30 მილიონ ევროზე უარი უთხრა. ახლა მესამე წინადადების ჯერია: 35 მილიონს პლუს ბონუსები შედეგებიდან გამომდინარე. აშკარაა, რომ „პარტენოპეელებს” ვეგას შეძენა ძალიან სურთ. ესპანელი ნახევარმცველი „ნაპოლიმდე” „ჩელსისა” და „ლივერპულის” წინადადებებს ელოდა, მაგრამ ინგლისის მიმართულებით საქმე არ აეწყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
