„ნაპოლის” ახალი შენაძენი იენს კაიუსტეა, რომელმაც რომში, „სტუარტ კლინიკაში”, სამედიცინო შემოწმება გაიარა. ის გახლავთ 1999 წელს დაბადებული ნახევარმცველი. კაიუსტე „სტად რეიმსში” თამაშობდა. ფეხბურთელი საფრანგეთიდან იტალიაში „ნაპოლის” სკაუტმა მაურიციო მიკელიმ ჩაიყვანა. სერია A-ს ჩემპიონის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ გაჩარხეს.
კაიუსტეს სიმაღლე 188 სანტიმეტრია. ის გამოირჩევა კარგი ტექნიკით და თეორიულად ანდრე-მარკ ზამბო ანგისას მარქაფა გახლავთ.
ნეაპოლელთა ახალი მწვრთნელი რუდი გარსია კაიუსტეს დიდი თაყვანისმცემელია. უნდა ველოდოთ, რომ შვედი მისი ხელმძღვანელობით ძირითად შემადგენლობაში არცთუ იშვიათად ითამაშებს.
კაიუსტე შვედეთში გაიზარდა, 2018 წელს კი ჯერ ცოტა ხანი ჩინეთში იბურთავა, ხოლო მერე დანიურ „„მიდტიილანდში” გადავიდა. იქიდან, 2022 წლის იანვარში ნახევარმცველი „სტად დე რეიმსში” გადაბარგდა და გასულ სეზონში, ლიგა ერთში, 31 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
„აძურიში” კაიუსტეს ხელფასი წელიწადში 400 ათასი ევრო იქნება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ის წარმატების შემთხვევაში ჯამაგირის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
