ჭდე: სელტა

Home სელტა
ნაპოლიში შედიან და გადიან
ჩანაწერი

ნაპოლიში შედიან და გადიან

calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის...

მამარდამ ვალენსია გადაარჩინა
ჩანაწერი

მამარდამ ვალენსია გადაარჩინა

„ვალენსიამ” ვიგოში „სელტა” დაამარცხა 2:1 და ამ გამარჯვების წყალობით შეიძლება ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩეს. ანგარიში მე-8 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გახსნა. საგოლე გადაცემა მას 21 წლის დიეგო ლოპესმა მიაწოდა, ლოპესს კი თავისი საჯარიმოდან გიორგი მამარდაშვილმა გადასცა გრძელი პასი. მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, შვეიცარიელმა ვეტერანმა ჰარის სტეფანოვიჩმა ანგარიში გაქვითა, მაგრამ თამაშის მიწურულს 21 წლის ალბერტო მარიმ გამარჯვებისა...

მამარდაშვილი – ხუთში პირველი
ჩანაწერი

მამარდაშვილი – ხუთში პირველი

ლა ლიგამ ჩემპიონატის მე-6 ტურში 5 საუკეთესო მოგერიება გამოარჩია და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის მიერ „სელტასთან“ მატჩში აღებული ბურთი დაასახელა – ვიგოელების ჯარიმის მერე საქართველოს ნაკრების მეკარემ ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მამარდამ ესპანელები შეაჩვია
ჩანაწერი

მამარდამ ესპანელები შეაჩვია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ 3:0 მოუგო „სელტას”. გოლები გაიტანეს სამუ კასტილეხომ, მარკოს ანდრემ და ანდრე ალმეიდამ. 59-ე წუთის შემდეგ „ღამურები” რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, რადგან სტუმართა არგენტინელმა ნახევარმცველმა ფრანკო სერვიმ ტიერი კორეიას წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო გიორგი მამარდაშვილის თამაში იყო, რომლის ორი გამორჩეული ეპიზოდი შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოში ნახოთ. დავძენთ ამ...

დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს
ჩანაწერი

დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შინ „სელტასთან” ლა ლიგის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს თამაშობს. ამ შეხვედრას გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „პლასადეპორტივას” აზრით ხოსე ბორდალასი მაინც ხუთკაციან დაცვას უერთგულებს. კარში მამარდაშვილი არ იდგება. „ღამურების” შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლო თამაშს ჩაატარებს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი. დაცვის ფრთებზე ითამაშებენ ტიერი რენდალი და ხოსე გაია, ცენტრალური ტრიო კი ასეთი იქნება:...

არაუხო გონს მოეგო
ჩანაწერი

არაუხო გონს მოეგო

„ბარსელონას” ფეხბურთელი რონალდ არაუხო საავადმყოფოში გონს მოეგო და ახლა კარგად არის. მან „სელტასთან” შეხვედრაში დაკარგა გონება. მატჩი „კამპ ნოუზე” გაიმართა. „ბარსამ” გაიმარჯვა 3:1. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი გაიტანა მემფის დეპაიმ, ორი — პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. „სელტას” ფეხბურთელთაგან ერთით იაგო ასპასმა უპასუხა. სწორედ ამ შეხვედრის მეორე ტაიმში შეეჯახნენ ერთმანეთს თავებით თანაგუნდელები, არაუხო და გავი. შეჯახების შემდეგ არაუხო წამოდგა...

კოლაფსი
ჩანაწერი

კოლაფსი

როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ სრული კოლაფსი სჭირს. და ეს არის რეალობა, რომელსაც „ბარსას“ უახლეს ისტორიაში ყველაზე სასურველი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი შეეჯახება. ამის ჩინებული მაგალითი იყო გუშინ, ვიგოში, სადაც გუნდი, რომელიც პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და… სამი გოლი გაუშვა. „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ მოშლა სინამდვილეში შესვენებამდე დაიწყო, როდესაც ანსუ...

ჩავი ბარსელონაში ჩადის
ჩანაწერი

ჩავი ბარსელონაში ჩადის

არ არსებობს ესპანური გამოცემა, რომელიც „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ არ წერდეს. თუმცა, ყველა ერთ აზრზეა – კატალონიური კლუბის თავკაცი ჩავი ერნანდესი გახდება. ჩავი კუმანის შეცვლის ერთერთ კანდიდატად კი განიხილებოდა, მაგრამ ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ „ბარსა“ ჩავის უმალვე დაუკავშირდა. წერენ იმასაც, რომ დარჩენილია მცირე დეტალების მოგვარება, მათ შორის ესპანელის ამჟამინდელ კლუბთან „ალ სადთან“ მოლაპარაკება. მეტიც, ამბობენ,...

რეალი — გამარჯვება ახალ ბერნაბეუზე
ჩანაწერი

რეალი — გამარჯვება ახალ ბერნაბეუზე

560 დღიანი განშორების შემდეგ, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა და „სელტას“ 5:2 მოუგო. ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა და 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანეს. ვინისიუსმა გიჟივით იზეიმა, მაყურებლებში ავარდა. „სელტამ“, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ორჯერ შეაგდო, ორჯერ დაწინაურდა (1:0 და 2:1), მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდთან გამკლავება მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. განახლებულ  ლეგენდარულ სტადიონზე...

ბარსელონამ ბრძოლა დაასრულა
ჩანაწერი

ბარსელონამ ბრძოლა დაასრულა

ამ სეზონში „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვეღარ გახდება. ეს ოფიციალურად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კატალონიელებმა მშობლიურ „კამპ ნოუზე” „სელტასთან” 1:2 წააგეს. ანგარიში ლეო მესიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სანტი მინამ ორი გოლით უპასუხა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირველზე უარესად ჩაატარეს. მართალია, ისინი თამაშს მეტ-ნაკლებად მაინც აკონტროლებდნენ, მაგრამ როდესან კლემენტ ლენგლემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა,...