„ვალენსიამ” ვიგოში „სელტა” დაამარცხა 2:1 და ამ გამარჯვების წყალობით შეიძლება ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩეს. ანგარიში მე-8 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გახსნა. საგოლე გადაცემა მას 21 წლის დიეგო ლოპესმა მიაწოდა, ლოპესს კი თავისი საჯარიმოდან გიორგი მამარდაშვილმა გადასცა გრძელი პასი.
მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, შვეიცარიელმა ვეტერანმა ჰარის სტეფანოვიჩმა ანგარიში გაქვითა, მაგრამ თამაშის მიწურულს 21 წლის ალბერტო მარიმ გამარჯვებისა შეაგდო.
90+3 წუთზე გაბრიელ პაულისტა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი „რელათან” შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
კვირის მატჩში ქართველ მეკარეს კარში დამიზნებით ექვსჯერ დაურტყეს, რომელთაგან მან ხუთი მოიგერია. მეექვსეს გიორგი ვერაფერს მოუხერხებდა. თან, მის მიერ მოგერიებული დარტყმებიდან რამდენიმე გვარიან ოსტატობას მოითხოვდა.
AS: „მეკარემ ძალიან საიმედოდ ითამაშა. ორჯერ მან ძნელი ბურთი მოიგერია, რითაც გუნდი გადაარჩინა. „სელტას” გოლი მისი ბრალი არ ყოფილა”.
მარკა: „შავ-თეთრთა ცენტრალური მცველები, განსაკუთრებული კი მეკარე მამარდაშვილი შეუვალები იყვნენ. მათ კარლეს პერესის, სტეფანოვიჩისა და ლუკა დე ლა ტორეს დარტყმები მოიგერიეს”.
flashscore-მა გიორგის 7.6 ქულა დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება (7.8) მხოლოდ მარჯვენა მცველმა დიმიტრი ფულკიემ მიიღო. whoscored-მა კი მამარდას თამაში 7.5-ად შეაფასა. ამ საიტის დათვლით, ქართველზე მეტს დიეგო ლოპესი (7.7) და ფულკიე (8.0) იმსახურებდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
