ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში „სელტამ“ „სევილიასთან“ ფრედ ითამაშა (1:1).
„სელტამ“ ბოლო ნახევარი საათი უმცირესობაში გაატარა, მაგრამ დამატებულ წუთებზე გამარჯვების შანსი მიეცა. მსაჯმა დანიშნა პენალტი „სევილიას“ კარში, როდესაც ხესუს ნავასმა თავდამსხმელ იორგენ ლარსენს საკუთარ საჯარიმოში უჯიკა. VAR-ის გადახედვის შემდეგ, მსაჯმა გააუქმა პენალტი და საფინალოდ ჩასტვინა. შედეგად „სელტას“ კაპიტანმა იაგო ასპასმა მოედნის დატოვებისას VAR-ის მონიტორი გადააყირავა.
მატჩის შემდგომ კომენტარებში მან მკაცრად გააკრიტიკა მსაჯი: „მე დავინახე ის, რაც ყველამ ნახა. ერთი კვირის წინათ მსგავსი „ჟირონაში“ მოხდა, ამ კვირაში იგივე გამეორდა. როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე, როცა თავებს წამოვწევთ, უფრო ღრმად უნდათ ჩვენი ჩაძირვა.
ყველა იმ ქულის გათვალისწინებით, რაც მსაჯობის გამო დავკარგეთ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში უნდა ვიყოთ. ვეცდებით წინსვლა გავაგრძელოთ და შესაძლოა მომდევნო ტურში „ბილბაოსთან“ „სან მამესზე“ მოვიგოთ, თუ ისინი ნებას მოგვცემენ“, – ციტირებს ასპასის სიტყვებს AS.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
