გორის „დილას“ პრესსამსახურმა მოულოდნელი ამბავი გაავრცელა – გუნდის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა და შუა სეზონში ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდი მწვრთნელის გარეშე დატოვა – მოტამ კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, მას გორის „დილა“ არ დააბრკოლებდა. ხელსაყრელი წინადადება კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომხეთიდან მიიღო და იქაურ საფეხბურთო კლუბ „ნოას“ ჩაუდგა სათავეში –...
ჭდე: რუი მოტა
ყველაზე უხვი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში, გუნდებმა ერთმანეთს 21 გოლი გაუტანეს (მანამდე ასეთი მე-2 ტური გახლდათ – 16 გოლი). ლიდერმა „დილამ“ შინ „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. სტუმრებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი გორელებმა იძალეს და ორი ბურთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ შეაგდო. „დინამომ“...
ეროვნულში ლიდერი შეიცვალა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე. ვინც გორელების თამაშებს უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში...


