ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით...
ქოჩო – ერთადერთი ბაყაყი ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გაემგზავრება და იქნება „ლევანტეს” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ნახევარმცველი ეროვნული გუნდის სიაში „ვალენსიას” მეკარესთან გიორგი მამარდაშვილთან და „ნაპოლის” ვარსკვლავთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა. ამ ორი ფეხბურთელის სახელი კი ვილი სანიოლის შემადგენლობიდან ყველაზე მეტად იპყრობს ყურადღებას. მართალია ფრანგმა მწვრთნელმა ქოჩო ეროვნულ გუნდში პირველად სეზონის დასაწყისში...
ნაპოლი სეზონს ადრე დაიწყებს
გუშინ სერია A-ში „ფიორენტინამ” სტუმრად მოუგო „კალიარის” (3:2), რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლი” რვა უძლიერეს გუნდს შორის ვეღარ მოხვდება. ამის გამო „აძური” იტალიის თასის შემდგომ გათამაშებას განთესილი გუნდის სტატუსით ვერ დაიწყებს. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა. იტალიი თასის 2024-25 წლების გათამაშებაში „ნაპოლი” მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. გასულ სეზონში მეთექვსმეტედფინალი იტალიელებმა 11-14 აგვისტოს ჩაატარეს. ამ ეტაპიდან...
დი ლორენცოს კინაღამ კაპიტნობა ჩამოართვეს
„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო...



