კიტეს ავსტრიული გვირგვინი

Home კატეგორიის გარეშე კიტეს ავსტრიული გვირგვინი
კიტეს ავსტრიული გვირგვინი

Otar Kiteishvili - Player profile 23/24 | Transfermarktოთარ კიტეიშვილმა თავზე ავსტრიული გვირგვინი დაიდგა და ახლა თამამად შეუძლია „შტურმიდან“ ვალმოხდილი წავიდეს.

ავსტრიის ჩემპიონი, თასი და საუკეთესო ფეხბურთელი – ასეთია საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის წლევანდელი მონაგარი. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც „შტურმში“ ბოლო სეზონს ატარებდა.

კიტეიშვილს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. ჩემპიონობა კი დღეს გაფორმდა – „შტურმმა“ შინ 2:0 მოუგო „კლაგენფურტს“ და 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მართალია, კიტეიშვილს ბოლო მატჩი ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო არ უთამაშია, მაგრამ ჩვენებურის დამსახურება უდიდესია. ტყუილად არ უღიარებიათ ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად – კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა. ახლა კიტეიშვილს შეუძლია საქართველოს ნაკრებთან ერთად მშვიდად მოემზადოს ევროპის ჩემპიონატისთვის…

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.