ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლასკ-ი 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრების წევრმა, გიზი მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 61-ე წუთზე მამაგეიშვილის ნაცვლად შევიდა და მასაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ 90+6-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
ჭდე: ოთარ კიტეიშვილი
ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ფიურტს“ ხვდება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივივზაძემთამაში სტუმართა ძირითად შემაგდენლობაში დაიწყო და თავიც გამოიჩინა – „ჰაიდენჰაიმი“ მეტოქეს სწორედ ქართველის გოლით ამარცხებს. ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩნეს ავსტრიაშიც – გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასზე „ვოიცბერგი“ 4:1 დაამარცხა – სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ გრაცელთა შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, მან და გიზი მამაგეიშვილმა ამ მატჩში...
კიტე-დუბლი [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მე-12 გოლი გაიტანა – „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ სტუმრად ეთამაშება – გრაცელები პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. 12 გოლის გარდა, ავსტრიის ჩემპიონატში კიტეიშვილს 3 საგოლე გადაცემაც აქვს და ის ბომბარდირთა დავში პირველ ადგილზეა.
კიტეს თაური [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე ლასკ-ს უმასპინძლა. გრაცელებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნეს – მე-7 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ. იხილეთ ვიდეო:
კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…
ევროპის ლიგის ძირითადი ფაზის მეორე ტურში გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე გლაგზოს „რეინჯერსს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ამარცხებს. გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი და გოლიც გატანა – საქართველოს ნაკრების ლიდერის ზუსტი დარტყმის შემდეგ „შტურმმა“ ანგარიში ორამდე გაზარდა. იხილეთ ვიდეო:
კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში. ჩემპიონი „შტურმი“ „რიდს“ სტუმრობს. ჩვენიანის გუნდი აგებდა, მაგრამ კიტეიშვილის უზუსტესი დარტყმით ანგარიში გათანაბრდა. ოთარის გოლი ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა, თუმც დარღვევა ვერ აღმოაჩინა… კიტეიშვილის გოლს „შტურმმა“ მალევე მეორე მიაყოლა, ტაიმის ბოლოსკენ კი ოთარმა დუბლიც შეასრულა კიტეი
კიტეიშვილი: ზედიზედ მეორედ ბუნდეს-საუკეთესო!
საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ავსტრიის ბუნდესლიგის ხუთი ნომინაციიდან სამში საუკეთესოდ „შტურმის“ ფეხბურთელები დაასახელეს. კიტეიშვილის გარდა, კიელ შერპენი სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მალიკ იალკუ – საუკეთესო ახალწვეულად. საუკეთესოები კლუბების პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად დაასახელდნენ. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა თორმეტი გოლი გაიტანა და...
კიტეიშვილის მე-12 ავსტრიული [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმი“ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. გრაცელები 29-ე ტურის მატჩში სტუმრად „ლინცს“ 1:0 ამარცხებენ. ერათდერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში გატანილი მე-12 გოლია და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
ორი გოლი გრაცერისთვის
ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ აუტსაიდერ „გრაცერს“ უმასპინძლა, 5:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ჩვენიანს თავი არ გამოეჩინა?! ოთარმა ორი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით ლამაზი მისი მეორე, გუნდისთვის კი მე-5 გამოდგა. კიტეიშვილი მაშინ შეცვალეს, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – 84-ე წუთზე.
ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა
2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები...
![Gizi-Mamageishvili-11 მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/09/Gizi-Mamageishvili-11-360x360.jpg)
![Budu-Zivivadze-1 ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/09/Budu-Zivivadze-1-360x360.jpg)
![Kiteishvili-1 კიტე-დუბლი [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1.jpg)
![otar-kiteishvili-sturm-2024-1715610771-136340 კიტეს თაური [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/08/otar-kiteishvili-sturm-2024-1715610771-136340.jpg)
![Otar-Kiteishvili-1 კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/10/Otar-Kiteishvili-1.jpg)

![Otar-Kiteishvilki კიტეიშვილის მე-12 ავსტრიული [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/05/Otar-Kiteishvilki.jpg)

