ჭდე: ოთარ კიტეიშვილი

Home ოთარ კიტეიშვილი
ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა
ჩანაწერი

ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა

2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები...

კარგი განწყობით ევროპისკენ
ჩანაწერი

კარგი განწყობით ევროპისკენ

საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ ხასიათზე მიდის. ვილი სანიოლის გუნდმა პოდგორიცაში მონტენეგროსთან ითამაშა და იოლად მოუგო – 3:1. ფრანგი სპეციალისტის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. საბა კვირკველიას ტრავმის გამო ნაკრებში დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა, ვინც სადებიუტო საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილს გაუკეთა. გოლი კი კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, კუთხურიდან გოლი 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ არ...

ევროპული მონაგარი
ჩანაწერი

ევროპული მონაგარი

2023-2024 წლების საფეხბურთო საკლუბო სეზონი თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში დასრულდა. ახლა ჩვენი ლეგიონერები ცოტას შეისვენებენ და 27 მაისიდან სანაკრებო შეკრებაზე გადავლენ, თანაც როგორზე… წინ ევრო 2024-ის ფინალური, ჩვენთვის ისტორიული  ეტაპია. ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენი მონაკრებე ლეგიონერების მონაგარს. სულ ახალი ამბავი ავსტრიიდან მოვიდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ქვეყნის თასს ჩემპიონობაც დაუმატა. ჩვენებური კი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად...

კიტეს ავსტრიული გვირგვინი
ჩანაწერი

კიტეს ავსტრიული გვირგვინი

ოთარ კიტეიშვილმა თავზე ავსტრიული გვირგვინი დაიდგა და ახლა თამამად შეუძლია „შტურმიდან“ ვალმოხდილი წავიდეს. ავსტრიის ჩემპიონი, თასი და საუკეთესო ფეხბურთელი – ასეთია საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის წლევანდელი მონაგარი. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც „შტურმში“ ბოლო სეზონს ატარებდა. კიტეიშვილს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. ჩემპიონობა კი დღეს გაფორმდა – „შტურმმა“ შინ 2:0 მოუგო „კლაგენფურტს“...

სეზონის საუკეთესო კიტე…
ჩანაწერი

სეზონის საუკეთესო კიტე…

ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 9 გოლი გაუტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიპოვა და ახლოს არის დუბლის შესრულებასთან – ბოლო ტურში გრაცელები საკუთრ მოედანზე „კლაგენფურტს“ მასპინძლობენ და წარმატების შემთხვევაში ავსტრიის ჩემპიონები გახდებიან. „კლაგენფურტთან“ შეხვედრა შაბთს, 18 მაისს 19:00 საათზე...

ხარისხი და გონება…
ჩანაწერი

ხარისხი და გონება…

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე საგურამოში ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „გუნდში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გონივრულად ვითამაშოთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ არაფერი განსაკუთღებული არ მოგვიფიქრებია,...

უკვე სრული შემადგენლობით…
ჩანაწერი

უკვე სრული შემადგენლობით…

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად ივარჯიშეს წუხელ ჩამოსულებმა – გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი გველესიანმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ. 20 მარტს, „ჯვაროსნები“ მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს. გიორგი ქოჩორაშვილი შეკრება 18 მარტიდან დავიწყეთ. მიხარია, რომ...

სანიოლის ბიჭები ბოლო მატჩებისთვის
ჩანაწერი

სანიოლის ბიჭები ბოლო მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიას უმასპინძლებს. 19 ნოემბერს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვალიადოლიდში გამართავს. ტრავმების გამო ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა დააკლდებიან, სანიოლმა გუნდში დააბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია. ამჯერად სანაკრებო...

ასე ვერ გავფრინდებით…
ჩანაწერი

ასე ვერ გავფრინდებით…

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა. შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა...

… დაიბრუნეთ ღიმილი
ჩანაწერი

… დაიბრუნეთ ღიმილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიის წინააღდმეგ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრის გასამართად ოსლოში ჩავიდა. მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა „ულევაალის“ სტადიონზე ივარჯიშა, რომლის დაწყებამდეც მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ითარა კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. ვილი სანიოლი: „ძალიან რთულია, ვისაუბროთ ესპანეთთან მატჩზე. შედეგი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ვფიქრობ, აგრესია და სულისკვეთება დაგვაკლდა. ამას გარდა, შედეგს არაერთი წვრილმანი განაპირობებს… ასეთი...