საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის წინ „დინამოზე“ ივარჯიშა, მანამდე კი მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, საქართველოს ნაკრები ურთულესი ჯგუფიდან გავიდა და ეს უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ. შესასრჩევ ციკლის მეოთხე...
ჭდე: ოთარ კიტეიშვილი
შეივსო
საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდს გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა და 11 ივნისს, ნაკრებმა „დინამოს“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები დედაქალაქში 15 ივნისამდე დარჩება, 15-ში ლარნაკაში გაემგზავრება და მზადებას კვიპროსში განაგრძობს. კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. ოთარ კიტეიშვილი „გუნდში ძალიან კარგი გარემოა,...
… ექვსი დარჩა ჩამოსასვლელი
საქართველოს ნაკრები კვირპოსსა და შოტლანდიაში ევრო 2024 შესარჩევი მატჩებისთვის ჯერჯერობით 19 ფეხბურთელით ემზადება. გუნდს დღეიდან ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეურთდნენ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. უახლოეს ორ დღეში ნაკრებს შემადგენლობაში დასახელებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე. ვილი სანიოლის გუნდი სრული...
კიტეიშვილი – ისევ ტრავმა…
ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და უახლოესი პერიოდი ვერ ითამაშებს, – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა. „ცუდი ამბავი „შტურმისთვის“ – კუნთის ტრავმის გამო უახლოეს მომავალში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაგვეხმარება. ჩვენი ათიანი იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვარჯიში მას შემდეგ, რაც ბარძაყის არეში ფეხი ჩაარტყეს. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს რამდენიმე კვირის...
ევროპა ჯგუფი
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ 32 გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილა. ერთად მოხვდნენ ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლაციოს“ და „ფეიენოორდს“ შეერკინება, ხოლო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ოლიმპიაკოსს“, „ფრაიბურგსა“ და „ნანტს“ შეხვდება. A ჯგუფი არსენალი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ციურიხი (შვეიცარია) B ჯგუფი დინამო (კიევი, უკრაინა), რენი (საფრანგეთი), ფენერბაჰჩე...
Le Comte de Monte-Cristo
გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...
საქართველომ მაკედონია დაანგრია
როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა,...
რევანშის დროა
საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო. ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს...
კვარა!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...
ორი საქართველო
შესადარებლად ორ სქემას წარმოგიდგენთ. ერთი იმ მატჩისაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა, მეორე კი ესპანეთთან თამაშისაა. ორივე მატჩი საქარველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა თამაშის ხასიათი რადიკალურად განსხვავებული იყო. პირველი, რაც თავლში მოგხვდებათ, აბსოლუტურად იდენტური სათამაშო სქემაა – ვილი სანიოლს ვლადიმირ ვაისის მემკვიდრეობისთვის ხელი არ უხლია. რადიკალური ცვლილებები არც შემადგენლობებშია. თუკი ზედა სქემაში კვარაცხელიას გვარს ვერ ამოიკითხავთ,...









