უკვე სრული შემადგენლობით…

Home კატეგორიის გარეშე უკვე სრული შემადგენლობით…
უკვე სრული შემადგენლობით…

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად ივარჯიშეს წუხელ ჩამოსულებმა – გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი გველესიანმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ.

20 მარტს, „ჯვაროსნები“ მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი ქოჩორაშვილი შეკრება 18 მარტიდან დავიწყეთ. მიხარია, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე ნაკრებთან ერთად. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რა მნისვნელობის მატჩი გველის, თუმცა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც სხვა მატჩებისთვის.

გიორგი მამარდაშვილი ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების შეხვედრა 21 მარტს „დინამო არენზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილის გამარჯვებული 26 მარტს ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამასობაში კი უეფამ საქართველო – ლუქსებბურგის არბიტრი გამოაცხადა. 21 მარტის მატჩს ესპანელი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იმსაჯებს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...