საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.
ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 38 წლის (18 მარტს გახდა) ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.
საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. წარმატების შემთხვევაში, ჩვენები 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი – ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის თბილისშივე დაუპირისპირდებიან.
გურამ კაშია ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს.
ლევან შენგელია თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
