საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 38 წლის (18 მარტს გახდა) ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. საქართველო – ლუქსემბურგის...
ჭდე: ლევან შენგელია
ტაბიძე საბერძნეთში, შენგელიასთან…
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული კლუბის ოფიიალური ვებგვერდი ავრცელებს. ტაბიძემ „პენტოლიკოსთან“კონტრაქტი მომავალი წლის ივნისამდე დარჩება, რის შემდეგაც შესაძლებელია კონტრაქტი ერთი წლით კიდევ გაგრძელდეს. „პენეტოლიკოსში“ ტაბიძე 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველ მცველ სხვადასხვა დროს უთამაშია „საბურთალოში“, „გენტში“, „უფაში“. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი....
შენგელია დარჩა, საქართველო – ესპანეთშია
საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც 19 ნოემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ესპანეთში გუნდს ლევან შენგელია ვერ გაჰყვა, რომელმაც შოტლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, 27 წლის ფეხბურთელს მხარი აქვს დაზიანებული. 18 ნოემბერს, ვილი სანიოლი გუნდს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ავარჯიშებს, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. საქართველოს ნაკრები...
შენგელია, დარტყმა, არის…
საბერძნეთის ჩემპიონატში “პანეტოლიკოსმა”, სადაც ქართველი ლევან შენგელია თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ვოლოსს” უმასპინძლა. შეხვედრის მე-4 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კარიდან გამოსულ მეკარეს თითქმის მოედნის ცენტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მალე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 2:3 წააგეს. შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს.
იგივე, ოღონდ ნულებით…
ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო. პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ...
როტერდამულები
„ფეიენოორდი“ ჰონალდიის ჩემპიონატში მყარი მესამე გუნდია. ევროსარბიელზეც მაქსიმალურად შორს იქაჩება, ხოლმე… წლეულს როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივ სარბიელზე პირველობისთვის როტერდამული კლუბი „აიაქსსა“ და პსვ-ს გვარიანად რომ ანერვიულებს, ახლავე შეიძლება ვთქვათ. „ფეიენოორდი“ ის კლუბია, რომლის ხელმძღვანელობაშიც უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე თამაშობს – რობინ ვან პერსი, როი მაკაი, პიერ ვან ჰოიდონკი, დენი ლანძაატი, ჟან-პოლ ვან გასტელი,...
ორ წუთში წაგებული თამაში
ლუი სინისტერა, ლუი სინისტერა – ერთხმად გამოუშვა ორთქლი 40-ათასამდე როტერდამელმა ქომაგმა და „ფეიენოორდის“ ნაწვალები ის გოლი აღნიშნა, რომელიც მასპინძლებმა „დინამოს“ შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაუტანეს… არადა, რა უდროო იყო… ჩვენებმა თამაში თითქოს რომ გაათანაბრეს და ერთი-ორჯერ მეტოქის კარისკენ თამამად გასწიეს, სწორედ მაშინ გაისწორა მიზანი ჰოლანდიელთა შემტევმა… თუმც რაღა გაისწორა. რომ იტყვიან, „ძალად გაატანინესო,“ აი, ისეთი...
ნახევარი საბურთალომ მოიგო
მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...







