საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.
ავსტრიის ბუნდესლიგის ხუთი ნომინაციიდან სამში საუკეთესოდ „შტურმის“ ფეხბურთელები დაასახელეს. კიტეიშვილის გარდა, კიელ შერპენი სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მალიკ იალკუ – საუკეთესო ახალწვეულად. საუკეთესოები კლუბების პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად დაასახელდნენ.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა თორმეტი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.
„ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის ასახავს იმ ძლიერ გუნდურ თამაშს, რომელიც ამ სეზონში ვაჩვენეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, დარჩენილ ტურებში წარმატებას მივაღწიოთ და ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ“ – თქვა 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
