
ზედიზედ მესამე წელია „ფორბსის’’ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. ტოპ-50 კაცში 8 ფეხბურთელია.
ანაზღაურებამ, რომელსაც რონალდუ 2022 წლის ბოლოს „ალ-ნასრში’’ მიაღწია, ყველანაირ დატოლებას აზრი დაუკარგა. 2025 წელს პორტუგალიელის ჯამური შემოსავალი იქნება 246 მილიონი ევრო, რომლიდანაც 201 მილიონი ხელფასია, ხოლო დანარჩენი სპორტთან დაკავშირებული სხვა შემოსავალი. პორტუგალიელი გვარიანად უსწრებს ნბა-ს ვარსკვლავ სტეფ კარის, რომელიც „გოლდენ სტეიტ უორიორზში’’ თამაშობს. კარის შემოსავალი ჯამში, ევროებში 139 მილიონია. მესამე ადგილოსან ბრიტანელ მოკრივეს ტაისონ ფიურის 130 მილიონი ევრო აქვს.
ლეო მესის შემოსავალი 120 მილიონი ევროა. ის ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა, ზოგადად სპორტსმენთა შორის კი არგენტინელს მეხუთე პოზიცია უკავია. მესის ოდნავ ჩამორჩება კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი. ათეულში 3 კალათბურთელია, 2 ბეისბოლისტი და ერთი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე. საინტერესოა, რომ ამ სიაში მერვე ადგილზეა „ალ-იტიჰადის’’ ფრანგი ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა ― შემოსავალი 93 მილიონი. ამ თანხიდან 90 მილიონი ხელფასია.
ტოპ-50 კაცში 58% კალათბურთელები და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები არიან. მათ შორის 8 ფეხბურთელის მოხვედრა სპორტის ამ სახეობისთვის ცუდი შედეგი არ არის, ოღონდ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რვიდან სამი (რონალდუ, ბენზემა და სადიო მანე, რომელიც 48-ე ადგილზეა) საუდის არაბეთში თამაშობენ. ევროპის კონტინეტიდან სამია: ერლინგ ჰოლანდი (34), ვინისიუს ჟუნიორი (46) და კილიან მბაპე (16) – ანუ ორი „რელის’’ ფეხბურთელი. 25-ე ადგილზეა ნეიმარი ნრაზილიიდან და ერთი კაციც აშშ-დან არის – მესი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
