ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ეროვნული გუნდის უახლოეს შეხვედრებში ვერ ითამაშებს, რადგან დაშავდა და ოთხკვირიანი მკურნალობა სჭირდება.
ეს ინფორმაცია X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ნიგერიის ეროვნული გუნდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. „სუპერარწივების” მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფინიდი ჯორჯმა ოსიმენი „ენუგუ რეინჯერის” მარცხენა მცველით კენეტ იგბოკეთი შეცვალა. ნიგერიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ელით სამხრეთ აფრიკასა და ბენინთან.
ოსიმენის კლუბ „ნაპოლის” კი ჯერჯერობით ნიგერიელ ფორვარდთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ მის კონტრაქტში შეტანილია პუნქტი სადაც წერია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 120-130 მილიონი ევროა. ასეთი თანხის გადახდას საუდის არაბეთის კლუბები აპირებდნენ, მაგრამ 25 წლის ამბიციურმა თავდამსხმელმა გადაწყვიტა ფულს არ დახარბებოდა და კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა. ის პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობს. ინგლისური კლუბებიდან ხსენებული თანხის გადახდაზე ყაბულს ყველაზე მეტად, სავარაუდოდ „ჩელსი” იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლი” რომელუ ლუკაკუს პლუს ფულის ვარიანტზე დათანხმდება. ლაპარაკობენ „პარი სენ ჟერმენის” ინტერესზეც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
