ჭდე: ნიგერიის ნაკრები

Home ნიგერიის ნაკრები
ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა
ჩანაწერი

ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა

მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2. „სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა. ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი....

სკანდალი სუპერარწივებისა და კართაგენელი არწივების შეხვედრაში
ჩანაწერი

სკანდალი სუპერარწივებისა და კართაგენელი არწივების შეხვედრაში

აღმაშფოთებელია! ტუნისი დაჩაგრეს! მსაჯი დაშინებული იყო!… ასეთი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელებში მალელი ბუბუ ტრაორეს ნამსაჯს აფრიკის ერთა თასზე ნიგერიის და ტუნისის შეხვედრაში. ეს თამაში მაროკოს ქალაქ ფესში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასზე პარასკევსაც იყო მსაჯობასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის, აგრეთვე მაროკოსა და მალის მატჩებში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვა. ასე რომ ტურნირი ფიცხელი კამათის...

ნიგერია კონგოს ფიფაში უჩივის…
ჩანაწერი

ნიგერია კონგოს ფიფაში უჩივის…

ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:1, 3:4 პენალტებში) ფიფა-ში საჩივარი შეიტანა –  ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ნიგერიული მხარე მიიჩნევს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ექვსიდან ცხრა მოთამაშე იყო, რომლებსაც მოქალაქეობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ეს ფეხბურთელები ევროპაში დაიბადნენ და არ უთქვამთ...

თქვენი ჯადოქარი ასე და ისეო
ჩანაწერი

თქვენი ჯადოქარი ასე და ისეო

კვირას ნიგერიის ნაკრები კონგოსთან დამარცხდა (1:1; 3:4 პენ) და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა. ნიგერიელთა გაცეცხლებული მწვრთნელი 48 წლის მალელი ერიკ ჩელი კონგოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების საცემად გაიწია. მიზეზი: ჩელს მოეჩვენა, რომ მეტოქის ბანაკში ვიღაც ჯადოქრობდა.                         როგორც ვიდეოში ხედავთ, „ლანსის’’...

გაფიცვა ნახევარფინალის წინ
ჩანაწერი

გაფიცვა ნახევარფინალის წინ

გაბონის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ ნიგერიის ეროვნულ გუნდს რთული პერიოდი უდგას. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრისთვის მოსამზადებლად „სუპერარწივები’’ რაბატში დაბანაკდნენ. მაროკოს დედაქალაქში ისინი შეეცდებიან გონს მოეგონ, კრიზისი დაძლიონ და ძველებურად ათამაშდნენ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ფინიდი ჯორჯის გუნდი შესარჩევის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და ახლა სერიოზული ამოცანის წინაშეა: ფლეი-ოფის ფინალში უნდა მოხვდეს,...

ოსიმენი დაშავდა
ჩანაწერი

ოსიმენი დაშავდა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ეროვნული გუნდის უახლოეს შეხვედრებში ვერ ითამაშებს, რადგან დაშავდა და ოთხკვირიანი მკურნალობა სჭირდება. ეს ინფორმაცია X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ნიგერიის ეროვნული გუნდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. „სუპერარწივების” მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფინიდი ჯორჯმა ოსიმენი „ენუგუ რეინჯერის” მარცხენა მცველით კენეტ იგბოკეთი შეცვალა. ნიგერიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ელით სამხრეთ აფრიკასა და ბენინთან. ოსიმენის კლუბ „ნაპოლის” კი ჯერჯერობით...

ოსიმენი მეცხრე ცაზეა!
ჩანაწერი

ოსიმენი მეცხრე ცაზეა!

აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებას გამოთიშა. ორივე გოლი „ატალანტას” თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა — 36-ე და 90-ე წუთებზე. შედეგად, „სუპერარწივები” მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ზამბო ანგისა „ნაპოლის” დაუბრუნდება. მეოთხედფინალში ნიგერიის მეტოქე იქნება ანგოლა, რომელმაც 3:0 მოუგო ნამიბიას. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება. ნიგერიელებმა აფრიკის თასზე უკვე ზედიზედ...

ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ
ჩანაწერი

ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ

ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება. ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება....

ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა
ჩანაწერი

ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა

მომდევნო კვირაში ნიგერიის ნაკრებს აფრიკის თასი ეწყება, ვიქტორ ოსიმენი კი ეროვნული გუნდის ბანაკში ჯერ არ გამოჩენილა. „სუპერარწივებმა” აბუ დაბის საწვრთნელ ბაზაზე წუხელ ბოლო შეკრება დაიწყეს. ეს ინფორმაცია საკუთრივ ნიგერიელთა გუნდიდან გავრცელდა, რომლის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში წერია ყველა გამოცხადებული ფეხბურთელის გვარი, „ნაპოლის” თავდამსხმელის ხსენება კი არ არის. არადა, ოსიმენი ნეაპოლიდან ლაგოსს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს...

ოსიმენი ნოემბერის ბოლომდე ვერ ითამაშებს
ჩანაწერი

ოსიმენი ნოემბერის ბოლომდე ვერ ითამაშებს

ვიქტორ ოსიმენი დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. „ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების ბაზიდან იტალიაში დაბრუნების შემდეგ დამატებითი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა თეძოს ორთავა კუნთის საშუალო ხარისხის დაზიანება გამოამჟღავნა. სერია A-ს ჩემპიონი კლუბი იტყობინება, რომ იტალიური ლიგის გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელმა და ბომბარდირმა მკურნალობა კონამის საწვრთნელ ცენტრში დაიწყო. ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთისა და ნიგერიის...