ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:1, 3:4 პენალტებში) ფიფა-ში საჩივარი შეიტანა – ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ნიგერიული მხარე მიიჩნევს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ექვსიდან ცხრა მოთამაშე იყო, რომლებსაც მოქალაქეობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ეს ფეხბურთელები ევროპაში დაიბადნენ და არ უთქვამთ უარი ევროპულ პასპორტებზე, რაც, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობით, შეუთავსებელია ამ ქვეყნის მოქალაქეობასთან, სადაც ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია.
საჩივარზე ფიფა-ს საბოლოო გადაწყვეტილება მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის დაწყებამდეა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ნიგერიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან დამარცხდა (1:1, პენალტების სერიაში 3:4).
კონგოს ნაკრები კონტინენტთაშორის პლეი-ოფში გავიდა და მარტში ახალ კალედონიასა და იამაიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიგერიამ კი მსოფლიო ჩემპიონტზე თამაშის შანსი დაკარგა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
