22 წლის გიზო მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილის თანაგინდელი გახდა – თბილისის „იბერიას“ კაპიტანმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი და კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა.
ავსტრიის ტოპკლუბ „შტურმთან“ კონტრაქტის გაფორმებით გახარებული ვარ. ამ კლუბში ოთარ კიტეიშვილი თამაშობს და კონტრაქტს ხელი როგორც კი მოვაწერე მაშინვე მას დავუკავშირდი. მან „შტურმი“დადებითად დამიხასიათა.
მოუთმენლად ველოდები, როდის გავიცნობ თანაგუნდელებს და დავიწყებ მზადებას სეზონის განახლებისთვის. ველოდები მომენტს, როცა კლუბთან ერთად მომეცემა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალება“, – აღნიშნა მამაგეიშვილმა.
მამაგეიშვილის ტრანსფერზე კომენტარი „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პერენსენმაც გააკეთა:
“მამაგეიშვილი უნივერსალური შემტევია. გამოირჩევა შესანიშნავი ტექნიკითა და სწორი მენტალიტეტით. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ახასიათებდნენ, როგორც სამაგალითო ფეხბურთელს. ის გუნდს იანვარში მას შემდეგ, შეუერთდება, რაც საწვრთნელ პროცესს დავიწყებთ.
გიზოს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან „შტურმის“ სასარგებლოდ გადადგა ნაბიჯი და ეს გვახარებს. მოუთმენლად ველოდებით მინდორზე მის ნახვას“, – განაცხადა ავსტრიული კლუბის მაღალჩინოსანმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
